სიომინი ხვიჩაზე: წამში 10 მილიონი დაკარგეს, უზბეკი კი "კვარაზე" ძვირად შეიძინეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსდამრიგებელმა იური სიომინმა sportbox-თან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

- ფარფანს "ინსტაგრამზე" დაუწერეთ: "ჯეფ, არ იდარდო, მაგათ ხვიჩაც დაიწუნეს." სხვათა შორის, "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობაც ხვიჩას წასვლის გამო წუხილს გამოთქვამს. ვასილ კიკნაძემ განაცხადა, რომ ის "გააპარეს". სინამდვილეში ვინ დაუთმო ის სხვა კლუბს?

- თუ გააპარეს, მაშინ მმართველობამ საკუთარი საქმე ცუდად შეასრულა. ხვიჩა უნდა დარჩენილიყო, თუმცა, რამდენადაც ვიცი, დირექტორთა საბჭოზე აზრი გაიყო. მე რატომ არაფერი მკითხეს?!

აი, უზბეკი ჟალილიდინოვი იყიდეს, რომელიც ხვიჩაზე ძვირი დაჯდა, კლუბმა კი 1 წამში 10
მილიონი ევრო დაკარგა. ხვიჩას სანაცვლოდ ახლა ამ თანხას გადაიხდიდნენ.

დარჩენის წინააღმდეგი არც მისი აგენტი იყო, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რატომ? დაე, ის მოყვეს, ვინც ამ ნაბიჯზე პასუხისმგებელია", - განაცხადა სიომინმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სიომინმა 2 მილ.სამსახური დაკარგა, ხვიჩა საუკეთესოა, მაგ თემაში აგენტი სცოდავს, რუბინმა ჯეღელს გაცილებით მეტი გადაუხადა, რაც შეეხება უზბეკ ბიჭს, სახელად ჟასურ, FIFA- ს რეიტინგში მს.ახალგაზრდათა 60 ში გახლავთ, ყოველწლიურად ქვეყნდება, 18 წლისაა.
ლაშა
31 აგვისტო 2020 17:15
0
Belorusebs kvaras golit movchimavt
Vandamme
15 აგვისტო 2020 12:53
1
მართალია,

სადაც კარგად ვითარდებიან , იქ უნდა წავიდნენ და ნაცმაცუნების ჭკუაზე არავინ იაროს, მათ შორის არც თორნიკემ უნდა მოუსმინოს ამ კასტას...
გიო
15 აგვისტო 2020 08:58
5
ნაკრები გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე და თუ გინდა მთელი საქართველოს ნაკრები რუსეთ-თურქეთში თამაშობდეს მე ერთ კრიტიკულ სიტყვასაც კი არ დავწერ ამ ბიჭებმა თუ ასეთი არჩევანი გააკეთეს მივესალმები მათ გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსურვებ
ზურა
14 აგვისტო 2020 19:11
3
კარგი კაცია სიომინი, ქართველებს აფასებს და სიმართლეს ამბობს
irakli
14 აგვისტო 2020 19:05
0
ახლა მართლაც ასეთია,თავის თავზე აქვს ნაწვნევი ქართველების შესაძლებლობები.რასაც მამაჩემი მაგას აგინებდა მოქმედი ფეხბურთელობისას,ყურო ნუ გაიგონებ...ჩვენ ბიჭებს,ფეხის მოსატეხად კი არა, სასიკვდილოდაც იმეტებდა,ოღონდ არ გაეტარებინა.მხოლოდ ეგ არა,რუსული გუნდები,ტექნიკური ფეხბურთელების მიმართ,ყოველთვის ხაზგასმულად უხეშები იყვნენ.ადრე,რომელიღაც ქართველი ჯურნალისტი წერდა,დავიანგარიშეთ და ვოვა გუცაევს,თავისი კარიერის განმავლობაში,3 წელიწადზე მეტი აქვს, საავადმყოფოში გატარებულიო.მცველი ფეხებში რომ ჩაუვარდებოდა,მეორე ფეხი,გუცაევის მუცლის დონეზე ჰქონდა აწეული,რომ მაღლიდან არ გადახტომოდა და საერთოდაც,ცოცხალი ვერ გასცდენოდა.მსაჯები რუსები იყვნენ და ეგეც არ იყოს,ახლა როგორ თამაშობენ ხომ ხედავთ,მაშინ კი,სულ მთლად დაუსჯელები, კიდევ უარესს აკეთებდნენ.არ გეგონოთ,მაგისი მოძულე ვარ.პირიქით,ძალიან ვაფასებ,კარგი მწვრთნელია,თანაც ქართველების მიმართ დამოკიდებულებასაც ხომ აქვს მნიშვნელობა,მაგრამ მაშინ ასე იყო და წაგებაც, არავის უნდა.
სოსო
15 აგვისტო 2020 09:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული