სიომინი ხვიჩაზე: წამში 10 მილიონი დაკარგეს, უზბეკი კი "კვარაზე" ძვირად შეიძინეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსდამრიგებელმა იური სიომინმა sportbox-თან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

- ფარფანს "ინსტაგრამზე" დაუწერეთ: "ჯეფ, არ იდარდო, მაგათ ხვიჩაც დაიწუნეს." სხვათა შორის, "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობაც ხვიჩას წასვლის გამო წუხილს გამოთქვამს. ვასილ კიკნაძემ განაცხადა, რომ ის "გააპარეს". სინამდვილეში ვინ დაუთმო ის სხვა კლუბს?

- თუ გააპარეს, მაშინ მმართველობამ საკუთარი საქმე ცუდად შეასრულა. ხვიჩა უნდა დარჩენილიყო, თუმცა, რამდენადაც ვიცი, დირექტორთა საბჭოზე აზრი გაიყო. მე რატომ არაფერი მკითხეს?!

აი, უზბეკი ჟალილიდინოვი იყიდეს, რომელიც ხვიჩაზე ძვირი დაჯდა, კლუბმა კი 1 წამში 10
მილიონი ევრო დაკარგა. ხვიჩას სანაცვლოდ ახლა ამ თანხას გადაიხდიდნენ.

დარჩენის წინააღმდეგი არც მისი აგენტი იყო, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რატომ? დაე, ის მოყვეს, ვინც ამ ნაბიჯზე პასუხისმგებელია", - განაცხადა სიომინმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სიომინმა 2 მილ.სამსახური დაკარგა, ხვიჩა საუკეთესოა, მაგ თემაში აგენტი სცოდავს, რუბინმა ჯეღელს გაცილებით მეტი გადაუხადა, რაც შეეხება უზბეკ ბიჭს, სახელად ჟასურ, FIFA- ს რეიტინგში მს.ახალგაზრდათა 60 ში გახლავთ, ყოველწლიურად ქვეყნდება, 18 წლისაა.
ლაშა
17:15 31-08-2020
0
Belorusebs kvaras golit movchimavt
Vandamme
12:53 15-08-2020
1

სიახლეები პოპულარული