მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსდამრიგებელმა იური სიომინმა sportbox-თან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
- ფარფანს "ინსტაგრამზე" დაუწერეთ: "ჯეფ, არ იდარდო, მაგათ ხვიჩაც დაიწუნეს." სხვათა შორის, "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობაც ხვიჩას წასვლის გამო წუხილს გამოთქვამს. ვასილ კიკნაძემ განაცხადა, რომ ის "გააპარეს". სინამდვილეში ვინ დაუთმო ის სხვა კლუბს?
- თუ გააპარეს, მაშინ მმართველობამ საკუთარი საქმე ცუდად შეასრულა. ხვიჩა უნდა დარჩენილიყო, თუმცა, რამდენადაც ვიცი, დირექტორთა საბჭოზე აზრი გაიყო. მე რატომ არაფერი მკითხეს?!
აი, უზბეკი ჟალილიდინოვი იყიდეს, რომელიც ხვიჩაზე ძვირი დაჯდა, კლუბმა კი 1 წამში 10
მილიონი ევრო დაკარგა. ხვიჩას სანაცვლოდ ახლა ამ თანხას გადაიხდიდნენ.
დარჩენის წინააღმდეგი არც მისი აგენტი იყო, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რატომ? დაე, ის მოყვეს, ვინც ამ ნაბიჯზე პასუხისმგებელია", - განაცხადა სიომინმა.