ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გარეშე "გენტი" "კორტრიკთან" დამარცხდა

AutoSharing Option
"გენტმა" სეზონის სტარტზე მეორე მატჩიც წააგო

ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე "კორტრიკთან" 1:2 დამარცხდა.

"გენტიდან" გოლი უკრაინელმა მცველმა იგორ პლასტუნმა გაიტანა, რომელმაც გასულ ტურში "სენტ-ტრუიდენთან" (1:2) სასქესო ორგანოს ტრავმა მიიღო.

ცნობისათვის, "კორტრიკის" მწვრთნელი "გენტის" ყოფილი თავკაცი ივ ვანდერჰაეგეა.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიურმა პრესამ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის მორჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და მწვრთნელმა იეს ტორუპმა წინასამატჩო განაცხადში ისიც შეიყვანა და გიორგი ქვილითაიაც, საბოლოო განაცხადში არც ერთი არ იყო.

"გენტი", რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, 22 აგვისტოს ბელგიის
ჩემპიონატის მესამე ტურში სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 55 /
ალალია ტორუპზე. ბურთის აბსოლუტურად უფანტაზიო და უემოციო გორების მაგისტრი.

ვისაც ეხება - მიხედეთ ჩაკვეტაძე-ქვილითაიას - ნუ დატოვეთ ამ ბანძ გუნდში, ბანძი მწვრთელის ხელში უპატრონოდ ეს ბიჭები, ძარღვი არ გავთ???
ლევანი
15 აგვისტო 2020 23:15
3
რა ძარრღვი ? მაგათმა უკვე ჩაიჯიბეს ის ფულები რავ იმ ნაგავ გუნში ორივეს გაყიდვით ჩაიჯიბეს და აწი ფეხებზე კიდიათ @
ზურა222
16 აგვისტო 2020 01:29
2
ეს რა უბედურებაა.... ამ თორუპის მწვრთლობა რა. ერთი ამას მოხსნიდნენ. არ გვაღირსა ბიჭების სასტარტოში დაყენება.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
15 აგვისტო 2020 23:11
5
ხმა ამოიღოს მენეჯერმა...ტიპს არევასება ქართველები და მიზანმიმართულად იჩაგრება ორივე...მარტო ფული ხომ არ არის ყველაფერი
Zaliko
15 აგვისტო 2020 23:08
4
ეს უბედურებაა ამ ტორუპის ატანა აღარ მაქვს ერთი ამას მოხსნიდნენ რა. არ გვაღირსა ბიჭების სასტარტოში გამოჩენა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
15 აგვისტო 2020 23:07
1
ვაშა! გენტმა წააგო!
თენგიზი
15 აგვისტო 2020 23:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული