ნიკა ნინუა: პაოკ-ში ადაპტაციისთვის ორ კვირაზე მეტი არ დამჭირდება

AutoSharing Option
სალონიკის პაოკ-ში გადასულმა 21 წლის ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ტექნიკური ფეხბურთი მომწონს, კარგი ორგანიზატორი ვარ და სწრაფ ტემპში თამაში მინდა. ჩემი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი ანდრეა პირლოა და მსურს მის დონეზე ვითამაშო.

ასეთ სახელოვან გუნდში გადმოსვლა ჩემთვის დიდი პატივია, მოუთმენლად ველოდები ტიტულების მოგებას და ვიმედოვნებ, გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარები. ჩემი აზრით, ადაპტაციისათვის ორ კვირაზე მეტი არ დამჭირდება. თამაშის მალე დასაწყებად ყველაფერს გავაკეთებ".

პაოკი საბერძნეთის ვიცეჩემპიონია და 25 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძირითადისთვის წაიყვანეს ვითომ?
რომა
20:45 16-08-2020
0
რომ ათამაშონ და ბეშიქთაშს გაუტანოს ჯარიმიდან, ხომ იქნებიან ღირსები :)
ქომაგი
23:07 16-08-2020
0

სიახლეები პოპულარული