ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში მთავარი "მატყუარაა"

AutoSharing Option
19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" გამორჩეული ფეხბურთელია, მეურვეთა მოტყუებაც ეხერხება, ფინტიც, დრიბლინგიც, მაგრამ შეტევაში თანაგუნდელები სათანადოდ ვერ უბამენ მხარს.

ყაზანურმა გუნდმა ჩემპიონატის პირველ 2 მატჩში 1 ქულა აიღო, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ისიც პენალტით, ხვიჩა კი ორივე ტურში matchpremier-მა პრემიერლიგაში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით საუკეთესოდ დაასახელა.

"ურალთან" თამაშის დაწყებამდე მას გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გადასცეს, ხოლო ამ შეხვედრაში 8 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა - პირველ ტურში მის ანგარიშზე 9 წარმატებული დრიბლინგი იყო.

WhoScored-მა ხვიჩა 7.8-ქულიანი შეფასებით მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში
შეიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გოლები ვერ გააქვს და აზრი?
18
გოლები?
ზორბეგი
01:19 17-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული