ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში მთავარი "მატყუარაა"

AutoSharing Option
19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" გამორჩეული ფეხბურთელია, მეურვეთა მოტყუებაც ეხერხება, ფინტიც, დრიბლინგიც, მაგრამ შეტევაში თანაგუნდელები სათანადოდ ვერ უბამენ მხარს.

ყაზანურმა გუნდმა ჩემპიონატის პირველ 2 მატჩში 1 ქულა აიღო, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ისიც პენალტით, ხვიჩა კი ორივე ტურში matchpremier-მა პრემიერლიგაში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით საუკეთესოდ დაასახელა.

"ურალთან" თამაშის დაწყებამდე მას გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გადასცეს, ხოლო ამ შეხვედრაში 8 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა - პირველ ტურში მის ანგარიშზე 9 წარმატებული დრიბლინგი იყო.

WhoScored-მა ხვიჩა 7.8-ქულიანი შეფასებით მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში
შეიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ხვიჩას იმედი მაქვს მარკეტინგი გოლებსაც დამატებს ამ ლამაზ თამაშს დიდი იმედი მაქვს 5 სექტემბერს ესტონეთან და 8 მაკედონიასთან თამაშები ჩატარდება ეროვნული ნაკრების და არ გადაიდება ამ თამაშზე გამოჩნდება როგორ ფორმაშია ნაკრეი და რა დონეზეც ვართ ახლა სამწუხაროაა რომ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ვინც ძირითადში მოიაზრებიან უპრაქტიკოდ არიან კლუბებში
გიო
23:38 16-08-2020
0
გოლები?
ზორბეგი
01:19 17-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული