მოპოვებული პენალტი, საგოლე გადაცემა - ხვიჩას ძალისხმევა ამაო გამოდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "რუბინი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "სოჭისთან".

მივყვეთ თანმიმდევრობით:

ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

58-ე წუთზე დავითაშვილი შეცვალეს.

66-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში წააქციეს და პენალტით ანგარიში იგნატიევმა გაათანაბრა.

77-ე წუთზე ხვიჩამ დრიბლინგის შემდეგ ბურთი მაკაროვს გადააწოდა და მან "რუბინი" წინ გაიყვანა.

86-ე წუთზე "სოჭიმ" ანგარიში გაათანაბრა.

90+1-ე წუთზე "სოჭიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა.

90+4-ე წუთზე კვარაცხელიამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და
მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

sports.ru-ს ჟურნალისტმა კვარას თამაშს გენიალური უწოდა, გულშემატკივრები კი აღნიშნავენ, რომ "რუბინში" მხოლოდ ის თამაშობს, სხვები კი ადგილზე დგანან. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"რუბინს" სამი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და 22 აგვისტოს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
საჯარიმოში მოცელეს კვარაცხელიაო :))) ამ ვიდეოს მაინც არ უყურეთ? სიტყვების მნიშვნელობა იცით საერთოდ?
odala
18 აგვისტო 2020 23:52
7
ოდალჯან მოგხვდა კვარაცხელიას მარგალური იარაღი
ბაჩი
19 აგვისტო 2020 00:44
1
როგორმე უნდა დავიხსნათ ეს ბიჭი მტრის ხელიდან. საწყენია, რომ ჩვენ მტრების მხარეს მოხვდა, ოკუპაციამ არ იცის იწილო ბიწილო, თუმცა თუ ფაშისტებს ერთიანად შეუტევთ, შეიძლება რაცხა გამოგვივიდეს, მთავარია მეზარბაზნეები გვყავდეს მწყობრში, ხომ გახსოვთ, ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არა ყავსო, ზარბაზანი, დენთუ და ხიშტიანი თოფები გვჭირდება და ხვიჩა და გოჩა ჩვენ ბანაკში აღმოჩნდებია,
უუუხ! მტრების ხეელში ცოდვაა ბავში, არადა მაგარია ხომ???
თორნილე ერისთავი, ხვიჩა და გოჩა, ეს რამხელა დანაკარგია დაშლლილ საქართველოსთვის, მეფე კი, ზებრას კუნტრუშს უყურებს თურმე. მეფემ გვიღალატა, გაგვყიდა ხალხო! ისევ დათუნა აღმაშენებელს ვთხოვოთ, იქნებ დაგვთანხმდეს მეფობაზე?
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
18 აგვისტო 2020 23:49
8
შენ გენაცვალე ოქროს ბიჭუნა! კარგი ხარ ხვიჩა! აი ესე უნდა ითამაშო ბურთი თავით, რომ ფეხებს ძალა არ დაადგეს. ეს ბიჭი მალე მუნჯსაც კი, აალაპარაკებს. მიხარია, რომ ჩვენია და მართლაც, რომ მაგარია. ალბათ ლოკოს ხელმძღვანელობა ლაჯებშუა ერთ ადგილს იბრდღვნის მარა, ეხლა რაღა დროს?!!
ჩვენი ოცნების ბიჭუნა....................
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18 აგვისტო 2020 23:40
0
ამას არ აფუჭებენ რუსები? სადა ხართ თქვე თურქების შნირებო.მახმუდებს რო უგზავნით თქვენ ქალებს,ზიხართ თბილად და აწკაპუნებთ
ლეშიჭამიბო თქვენი შუბა დავხიე
18 აგვისტო 2020 23:18
9
აცალე ამ ქინძებს ცრუ-პატრიოტობა. სხვა მაინც არაფერში ვარგიან :))
odala
18 აგვისტო 2020 23:54
4
რუბინი,რო ვერ იგებს საწყენია.. თუმცა ეს რუბინის ხელმძღვანელობამ იდარდოს თორემ კვარაცხელია,მალე გადავა კარგ გუნდში, მთავარია არ მოუკლოს, მაგრამ არამგონია მოუკლოს. ამდენი თამაში გადაბმულად ასეთ დონეზე თამაში ძალიან კარგის მანიშნებელია
გოგა
18 აგვისტო 2020 22:21
0
ქგგალე ხვიჩა! მთელი სამეგრელო ამაყობს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
18 აგვისტო 2020 22:16
8
Tbilisel-ს
რას ჰქვია ნორმალურად ითამაშა? ნორმალურად კი არა ძალიან მაგრად ითამაშა. ფეხბურთი გუნდური თამაშია. ხვიჩას კიდევ გვერდით ლენჩები უდგანან. მაგარი შეშა ფეხბურთელები არიან, მეკარიან-თავდამსხმელიანად
Irakliy
18 აგვისტო 2020 22:15
1
წქრმატებები ხვიჩას მაგრად უმატევს და ვითარდება ასე გაგრძელე და გაგვახარე ყველა შენი კარგი თამაშით ჯუღელს დაუკავშირდით იქნებ ჩაკვეტაძეც გადაიყვანოს ყაზანის რუბინში ოღონდაც იმ გენტს მოცილდეს))
გიო
18 აგვისტო 2020 22:01
4
ჩაკვეტაძეც რო გადავიდეს რუბინში ვერ? ))
Gio
18 აგვისტო 2020 21:59
5
მაგარია კვარა,რა უნდა ამას რუსეთში?! ,ვერაფერს მოიმატებს,ვერავისგან ვერაფერს ისწავლის ,ტოპ გუნდში უნდა ითამაშოს ,ტოპ ჩემპიონატში,და მერე მბაპესაც და სხვებსაც დაჩრდილავს )) ,ქართული ფეხბურთის ლეგენდის, დაბადებას ვუყურებთ ყველა.
დევკალიონი
18 აგვისტო 2020 21:58
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული