19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" გამორჩეული ფეხბურთელია, მეურვეთა მოტყუებაც ეხერხება, ფინტიც, დრიბლინგიც, მაგრამ შეტევაში თანაგუნდელები სათანადოდ ვერ უბამენ მხარს.
ყაზანურმა გუნდმა ჩემპიონატის პირველ 2 მატჩში 1 ქულა აიღო, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ისიც პენალტით, ხვიჩა კი ორივე ტურში matchpremier-მა პრემიერლიგაში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით საუკეთესოდ დაასახელა.
"ურალთან" თამაშის დაწყებამდე მას გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გადასცეს, ხოლო ამ შეხვედრაში 8 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა - პირველ ტურში მის ანგარიშზე 9 წარმატებული დრიბლინგი იყო.
WhoScored-მა ხვიჩა 7.8-ქულიანი შეფასებით მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში
შეიყვანა.