მოპოვებული პენალტი, საგოლე გადაცემა - ხვიჩას ძალისხმევა ამაო გამოდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "რუბინი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "სოჭისთან".

მივყვეთ თანმიმდევრობით:

ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

58-ე წუთზე დავითაშვილი შეცვალეს.

66-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში წააქციეს და პენალტით ანგარიში იგნატიევმა გაათანაბრა.

77-ე წუთზე ხვიჩამ დრიბლინგის შემდეგ ბურთი მაკაროვს გადააწოდა და მან "რუბინი" წინ გაიყვანა.

86-ე წუთზე "სოჭიმ" ანგარიში გაათანაბრა.

90+1-ე წუთზე "სოჭიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა.

90+4-ე წუთზე კვარაცხელიამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და
მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

sports.ru-ს ჟურნალისტმა კვარას თამაშს გენიალური უწოდა, გულშემატკივრები კი აღნიშნავენ, რომ "რუბინში" მხოლოდ ის თამაშობს, სხვები კი ადგილზე დგანან. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"რუბინს" სამი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და 22 აგვისტოს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ძალიან მიხარია ხვიჩას ასეთი კარგი და შედეგიანი თამაში და დიდ წარმატებებს ვუსურვებ სამომავლოდ,მაგრამ ამასთან ასევე ძალიან მწყდება გული ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე გენტში მიუხედავად იმისა რომ დევიდი წავიდა გენტიდან მწვრთნელს განაცხადშიც კი არ შეყავს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 5 და 8 სექტემბერს სანაკრებო თამაშები მოდის და უსერიოზულესი მეტოქე გვყავს მაკედონის ნაკრების სახით რომლეშიც 8 ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბებში თამაშობენ და საკმაოდ ძლიერი ნაკრებია და უთამაშებელი ჩაკვეტაძე და ქვილითაია რამდენად შეძლებენ და დაეხნარებიან ნაკრებს ძნელი სათქმელია ზოგადად ეს სანაკრებო თამაშები გამოაჩენს როგორ ფორმაში არიან ფეხბურთელები და რა დონეზეა დღეს საქართველოს ნაკრები ხვიჩასი მეიმედება სანაკრებო თამაშებზე მის ასეთ კარგ თამაშს რომ ვუყურებ რუბინში წარმატებები ხვიჩას და ნაკრების ყველა ფეხბურთელს
გიორგი
18 აგვისტო 2020 21:52
0
გენაცვალე ხვიჩა - რუბინი დიდ წარმატებებს ვერ მიახწევს მარა ხვიჩას გაყიდის კაი ფასად .
ლაშა
18 აგვისტო 2020 21:49
0
ხვიჩამ ძალიან მაგრად ითამაშა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას პენალი მოიპოვა და საგოლე გადაცემა გააკეთა და მთელი თამაში არ გაჩერებულა და ბოლომდე დაიხარჯა,უბრალოდ რუბინს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს ამ დაცვით ძალიან გაუჭირდება რაიმე წარმატებაზე ფიქრი სამომავლოდ რაც შეეხება ხვიჩას დარწმუნებული ვარ ამ სეზონში ძაან კაი სტატისტიკა ექნება გოლების და ასისტების წარმატებები.
გიორგი
18 აგვისტო 2020 21:44
0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელათაც დაასახელეს ასე რო თუ ითამაშებს არავინ არაფერს არ დაუკაფგავს...,,,დაუკარგავს კიარა ძაან აქებენ ჩვენი ჩემპიონატის ნათელი წერტილიაო ,,,,ყველა თამაშს ვუყურე რაც ახალი ჩემპიონატი დაიწყო და ყველა თამაში კომენტატორები აქებენ და ადიდებენ ზოგჯერ ზედმეტი მოდით
Qutaiseli
18 აგვისტო 2020 21:31
1
ეგ ყოველთვის იგრძნობა ხოლმე რომ ზედმეტად კეთილგანწყობას გამოხატავენ. ხვდებიან რომ მაინც მიქარული აქვთ ;)
odala
18 აგვისტო 2020 23:57
0
ვუყურე თამაშს, ნორმალურად ითამაშა) ძლიერ გუნდებთან უფრო გამოსდის თამაში იმიტო რო მეტი სივრცე აქვს
Tbiliseli
18 აგვისტო 2020 21:17
5
გეთანხმები, ნორმალურად ითამაშა. მაგრამ მგონია, რომ არ იმსახურებდა საუკეთესოს სტატუსს, უბრალოდ სულ ბოლოს შემოუტრიალა სოჭმა და არჩეული ყავდათ უკვე. კვარას რეალურად ამ ორი მომენტის გარდა, სხვა განსაკუთრებულად ბევრი არგაუკეთებია (ერთი კაი პასი მახსენდება, რომელიც ვერ გაიტანეს მისმა გუნდელებმა). არაერთი შეცდომაც ქონდა, ამიტომ იმის თქმა, რომ საუკეთესო იყო ცოტა გადამეტებული მომეჩვენა.
თუმცა ფაქტია, რომ დიდი ძალაა. ორივე გოლი ამან შექმნა ფაქტიურად არაფრიდან.
nk
18 აგვისტო 2020 23:17
1
ძლიერი გუნდი სწორედ იმას ჰქვია, რომელიც ნაკლებ სივცეებს ტოვებს, სვარკას უყურე ჯობია.
?!
18 აგვისტო 2020 22:46
5
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული