"რუბინმა" ზურიკო დავითაშვილი იჯარით გაუშვა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ვოლგოგრადის "როტორში" ითამაშებს.

როგორც ყაზანელები წერენ, კლუბს ახალგაზრდა ქართველის უკან დაბრუნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეძლება.

"როტორში" კი ზურიკოს ქართული დიასპორა დახვდება - ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი.

19 წლის დავითაშვილი "რუბინის" ფეხბურთელი გასულ წელს გახდა. რუსეთის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში ქართველმა შემტევმა 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, მიმდინარე გათამაშებაში კი მოედანზე 76 წუთი დაჰყო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები ქართველების "როტორს"...
tngh
18:07 20-08-2020
5
ვოლგოგრადის მაყურებლადაც ქართველი დაუნიშნიათ ))))
Megreli
19:52 20-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული