"რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "სოჭისთან" გასვლით შეხვედრაში (2:3) პენალტი მოიპოვა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, Whoscored-მა კი 8.2-ქულიანი შეფასებით ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ხვიჩამ ამ მატჩში 6 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და ამ მაჩვენებლით გასულ ტურში საუკეთესო იყო - წარმატებული დრიბლინგებით ის სამივე ტურში საუკეთესო გახლდათ.
"რუბინი" 1 ქულით მე-13 ადგილზეა და 22 აგვისტოს მოსკოვში ცსკა-ს დაუპირისპირდება.
Sports.ru: ხვიჩას უკეთესი თანაგუნდელები რომ ჰყავდეს...
მოპოვებული პენალტი, საგოლე გადაცემა - ხვიჩას ძალისხმევა ამაო გამოდგა [VIDEO]