კვარაცხელიას "რუბინმა" ცსკა-ს მოუგო - "როტორში" დავითაშვილის დებიუტი შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "რუბინისა" და "როტორის" მატჩები შედგა, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.

"რუბინმა" მოსკოვში 2:1 მოუგო ცსკა-ს. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-80 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამჯერად გამორჩეული არ იყო.

88-ე წუთზე ყაზანელები აშკარა გოლისგან მეკარე დიუპინმა იხსნა, 90+2-ე წუთზე კი მაკაროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"რუბინმა" ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 4 ქულით მე-11 ადგილზეა და 26 აგვისტოს "უფას" უმასპინძლებს.

"როტორი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "სოჭისთან", თუმცა შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც
წაეგო.

ვოლგოგრადულ გუნდში ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც 33-ე წუთზე ტრავმირებული პესეგოვი შეცვალა. ბექა მიქელთაძე 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

საბა კვირკველია, ნიკოლაი ყიფიანი და ჯანო ანანიძე განაცხადში არ იყვნენ.

"როტორი" 1 ქულით უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა და 26 აგვისტოს "სპარტაკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩამოეთრევა ეგ რუსი ლოკომოტივთან სათამაშოთ და .....
ქომაგი
13 სექტემბერი 2020 21:51
0
1 ს რატო უზრდელობ ან ამ საიტის უფროსობას გძინავთ მშობლები გყავთ საერთოდ.მშობლებს წყევლის ტრაწიანი ბურთის გულისთვის და თქვენ კიდე ხალისობთ.ფუ....
zaza
23 აგვისტო 2020 12:16
1
ტრადიციულად ასეა როცა ქართველთა გუნდი იგებს იქ ქართველი არ თამაშობს ან თუ თამაშობს არაფერი გამორჩეული.D მხოლოდ წაგებულ თამაებში გლეჯენ ქართველები ყველაფერს.
jjj
23 აგვისტო 2020 11:08
26
ძალიან გთხოვთ და ნუ გამიგებთ ცუდათ ეს მოჩრუტუნე ხალხი ნუ დაწერთ კომენტარებს და ნუ აიგივებთ ფეხბურთს ერთ კაცზე ეს გუნდური თამაშია და აქ გუნდი იგებს ხშირათ აცადეთ ამ ადამიანს და ყველას მოგვანიჭებს სიხარულს კიდევ ერთხელ ვიძახი ცუდათ ნუ გამიგებთ
Gio
23 აგვისტო 2020 10:56
1
ეგ კითხვა მეც მაქვს, რატომ არ ჩანს ჯიმი ტაბიძე უფაში, არ გვეტყვით რამეს?
77777
23 აგვისტო 2020 10:25
0
ერთ დონეზე ფეხბურთს დიდი ვარსკვლავებიც ვერ თამაშობენ. მითუმეტეს ჩვენ ხვიჩას დონე ჯერ არც ვიცით, რადგან ის ჯერ კიდევ მოუმატებს. მე მისი ფანი გავხდი და მისი მეიმედება. აქ კომენტარები თუ ვინმეს თავში აუარდება და გააფუჭებს მაშინ ის ვერც ვერაფერს მიაღწევს. ხვიჩა თავდაბალი და მშრომელი ბიჭია, ის ბაზაზე ცხოვრობს რომ სულ ფეხბურთზე იფიქროს. წარმატება და გამარჯვება ხვიჩას.
G.LA
23 აგვისტო 2020 09:51
0
ფაიქოლოგიური მომენტიცაა. ძალიან ახლოს იყო ზურიკოსთან. ეხლა მარტო დარჩა.
ბოკინიო
23 აგვისტო 2020 07:42
1
ვითომ მცოდნეებო რომ აკრიტიკებთ უაზროდ , ჯერესერთი 20 წლისაც არ არი და ყველა თამაშზე რომ ვერ გამოავლინოს რაც შეუძლია არაა გასაკვირვი მეორე არც სლუცკია სუპერ მწვრთნელი შეიძლება მე გამომეპარა მაგრამ ამ თამაშში ფლანგი არცერთხელ შეუცვლია მართალია ზემოთ აღნიშნეს რომ თითქმის სამი კაცი მიჯაჭვული ყავდა და თანაგუნდელებს კარგ ფორას უქმნიდა ერთიც ორჯერ კარგ გასატან პოზიციაში არ მისცეს პასი ერთი თვითონაც ვერ გამოიყენა და ეგაა მთელი თამაში ეხლა რაც შეეხება კონსტრუქციულ კრიტიკას თავიდან რაც გამოარჩევდა სხვა ქართველ ახალგაზრდებს ხშირად ურტყამდა საჯარიმოს გარედან რაც ბოლო დროს დაივიწყა დღეს დაარტყა ერთხელ და სუსტი გამოუვიდა პირდაპირ და ხელებში მეკარეს ბევრი უნდა იმუშაოს ამ კომპონენტზე მეტოქეებიც უკვე ელიან რომ სულ მოტყუებაზე წავა სლუცკიმაც ისეთი კაცი უნდა დაუყენოს გვერდით რომ ხშირად კედელი გაითამაშონ გაამრავალფეროვონ არსენალი მოკლედ სკუცკის სამუშაო აქვს თუ ყოფნის ინტელექტი ( ეხ რა დროს არ მაქვს საშუალება რომ ლიცენზია ავიღო) ბოლოს სეზონის ბოლოს აუცილებლად უნდა გადავიდეს ტოპ ლიგების ნებისმიერ გუნდში გინდ გადავარდ ზონიდან იყოს ჩაიკარგება რუსეთში მაინც ბეი ბიგი ფეხბურთი აქვთ არ ეშველებათ არაფერი მაგათ ფონზე ჩანს კიდეც ხოდა რეალურად თუ უნდა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა წესიერ ლიგაში უნდა სცადოა ნიჭი აქვს ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობს შრომას თუ არ დაიზარებს შეიძლება ახალი ყიფო გამოჩნდეს(უფალი შენსკენ კარგო ქართველო)
კახა
23 აგვისტო 2020 02:00
1
ძალიან გვიყვარს ქართველებს 17-18 19 -20 წლის ბიჭების ზედმეტი ქება დიდება და ნადრევად ვარსკვლავებათ გამოცხადება: გულშემატკივრებსაც,ჟურნალისტებსაც და საფეხბურთო ექსპერტებსაც, რომ ჩამოვთვალოთ რამდენ ფეხბურთელზე იყოო წლების მანძილზე ასეთი დამოკიდებულება ერთი 10 კაცი დაითვლება მინიმუმ და ყველაფერს ჯობია ვაცადოთ ამ ბიჭებს ფეხბურთის თამაში და ზედმეტი პიარით ქებით მეტ პასუხისმგებლობას და ტვირთს ნუ ავკიდებთ ვიდრე საჭიროაა ახლა იმიტომ, რომ როცა თამაში ჩაუვარდებათ ან ტრამვას მიიღებენ და ა.შ იმაზე მეტ კრიტიკას იღებენ ვიდრე საჭიროაა. ძალიან გვიყვარს ზოგადად ერთი ან ორი ფეხბურთელის იმედზე ყოფნა აი ეს გვიშველის ეს გადაგვარჩენს და ა,შ ეს არასწორია ჯობია იმაზე ვიფიქროთ, რომ ერთი ფეხბურთელი კიარა გუნდი იყოოს ძლიერი გუნდურათ და ფეხბურთში პირველ რიგში გუნდრურობაა მთავარიი და შემდეგ ფეხბურთელის ინდივიდუალიზმი.
ზურა
23 აგვისტო 2020 01:36
8
კვარაცხელიაზე მთელი 5 წუთი ილაპარკეს სპორტულმა ჭურნალისებმა და აქეს ყველა აქებს რუსეთშიდა რა შუაში ქაღთვლებს გვიყვარს ქებაო.როც არის ტალანტი რატო არ უნდა შეაქო?ყველა ტამAშს მესი ვერ თამაშობს.თან მთელი თამშის გავმავლობაში აგნიშნავდა კომენდატორი,რომ 3 კაც ყავს მჭიდროდ ამოკეტილი და საეთოდ არ ტოვებენ სივრცესო.და დავამატებ დაწყებსი წინ ბანერზე ცესკას ლიდერი დაკვარაცხელიას დუელი ასახეს.ესეც ქართველებმა გავაკეთედ?
mosexoneli
23 აგვისტო 2020 07:59
1
ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო რუბინმა და ეს არგი იქნება ფეხბურთელების სამომავლო განწყობისთვის კარიერის სეივი გააკეთა რუბინის მეკარემ ისეთი ბურთი აიღოო და მე 2 გოლიც ძალიან ლამაზი გაიტანა ჩემი აზრით ამ რუსეთის პრემიერ ლიგაში ყველაზე ტექნიკური გუნდი რუბინია და თუ კარგად შეთამაშდებიან ნამდვილად ექნებათ შედეგი ამ თამაშში ბევრჯერ არ მისცეს ხვიჩას კარგ პოზიციაში პასი და ძირითადად ბურთს და სათამაშო უპირატესობას ცსკა ფლობდა და ხვიჩა უაკან ჩამოდიოდა და მოედნის სიღრმეში თუ მიიღებდა ბურთს და იქიდან უკვე იძულებული იყო თვითონაც პასი გაეკეთებინა დღეს არ ქონდა საუკეთესო თამაში რასაც მიგვაჩვია წინა თამაშებში ერთი მომენტი ქონდა კარგი მარა სამწუხაროდ ვერ გამოიყენა თუმცა უმაღლესი დონის ფეხბურთელებსაც კი (მესი რონალდო) მათაც ქონიათ უფერული არაერთი მათტჩი თან მეტოქეც საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო.
ამ გუნდს აკლია შეთამაშება და ნამდვილად აქვს შანსი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლისას თან ახალგაზრდული გუნდია.
გელა
23 აგვისტო 2020 01:01
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული