"გენტს" ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მესამე მარცხი მოუვიდა, ამჯერად გასვლაზე "ანტვერპენთან" 0:1 წააგო.
გუნდის ახალმა მწვრთნელმა ლაზლო ბოლონიმ, რომელმაც იეს ტორუპი შეცვალა, წინასამატჩო განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანა, გიორგი ქვილითაია კი არა, თუმცა საბოლოო განაცხადში ჩაკვეტაძეც აღარ იყო.
მოკლედ, ბელგიის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა ჩაებას, აუტსაიდერია და 30 აგვისტოს "მეხელენს" უმასპინძლებს.