"ანორთოსისმა" ჩემპიონატის სტარტზე გაიმარჯვა - ოქრიაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "ერმისი".

გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ნიკა კაჭარავა სასტარტოში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს, მურთაზ დაუშვილი კი 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ოქრიაშვილმა 51-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა. მან მესამე საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.

29 აგვისტოს "ანორთოსისი" გასვლაზე "პაფოსს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული