თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ ლამაზი მაკრატელათი გამარჯვება (1:0) მოუტანა "კაისარს" "ჟეტისუსთან", სუპერლიგის საიტმა მეორედ შეიყვანა ტურის სიმბოლურში და ასე დაახასიათა:
"ქართველი ფორვარდის მიერ გატანილი გოლი ტურში ყველაზე უფრო განხილვადი მოვლენა გახდა. მართლაც, ასეთი ანთროპომეტრიული მონაცემების მქონე ელგუჯამ (მისი სიმაღლე 194 სმ-ია) მოახერხა მაკრატელა გოლის გატანა. ასეთი გოლები მოთამაშის მაღალი ოსტატობის მაჩვენებელია. მთლიანობაში ლობჯანიძე "ჟეტისუს" მთელ დაცვაზე მარტო ახორციელებდა ზეწოლას და შეტევაში სასარგებლო იყო".
ლობჯანიძემ კლუბის საიტს განუცხადა, რომ თავისი ამოცანა შეასრულა, გოლი გაიტანა, გაუმართლა კიდეც, მთელმა გუნდმა ორგანიზებულად ითამაშა და ყოველ
მატჩში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.