"როტორის" მწვრთნელი კვირკველიას პენალტზე: "სპარტაკის" ფეხბურთელს "ოსკარი" ეკუთვნის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "როტორმა" საკუთარ მოედანზე დასანანი მარცხი, 0:1 განიცადა "სპარტაკთან". დასანანი, რადგან წაგებას არ იმსახურებდა. შესანიშნავად ითამაშა ვოლგოგრადული გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა, ხოლო საბა კვირკველიასთან ბრძოლისას მოსკოველთა თავდამსხმელი სობოლევი საჯარიმოში წაიქცა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ნამატჩევს ყველაფერ ამაზე კომენტარი "როტორის" მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა გააკეთა.

"ურიგო მატჩი არ იყო. პირველი ტაიმი არადამაჯერებლად ჩავატარეთ. მეორე ტაიმში გაშვებული გოლის შემდეგ აგრესიულად ვითამაშეთ. მომენტები შევქმენით, მაგრამ მარტო შექმნა საკმარისი არ არის, უნ
და გაიტანო.

ახლა პირველ ნომრად თამაში არ შეგვიძლია. ვმოქმედებთ ფეხბურთელთა დონისა და შეთამაშების მიხედვით.

თერთმეტმეტრიანი? სობოლევმა ისე გააფორმა, არტისტიზმისათვის "ოსკარი" ეკუთვნის. კვირკველია ძალიან გამოცდილი მცველია. ითამაშებს და თავს წესრიგში მოიყვანს.

მიქელთაძეს მუხლის პრობლემა აქვს. ჯანო ჯერ ისევ არ არის ვოლგოგრადში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავი წესრიგში ჯერ კიდევ ვერ მოიყვანა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯანო სადაა ნეტა
ბეღურა
23:40 26-08-2020
2
რა ვერ გავიგე რად გინდა რომ ეხები ხელით, უაზრობაა და უკლასობაა ნაღდად რა თან იცი რომ ამ მომენტს გადაამოწმებენ, ძალიან უაზრო პენალტი აიკიდა!!!!
zaza
09:55 27-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული