ლეფსაია: კვარაცხელიას მცველი როგორ გააჩერებს, როდესაც თავად არ იცის, რას მოიმოქმედებს

AutoSharing Option
ერთხელ დიდ რუს მეკარეს, "ოქროს ბურთის" მფლობელ ლევ იაშინს ჰკითხეს, ყველაზე სახიფათო თავდამსხმელი ვინ არისო, რაზეც უპასუხა - "სიომა" ბარქაია, რადგან არაორდინალურია, თავად არ იცის, საით დაარტყამს ბურთსო. საფეხბურთო მენეჯერმა თემურ ლეფსაიამ metaratings-თან ინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. თანაც, ისაუბრა საინტერესოდ, აზრიანად და ხვიჩაზე დაახლოებით იგივე თქვა, რაც იაშინმა ბარქაიაზე.

- მე მეგონა, შენ თავიდანვე იტყოდი ხვიჩაზე რამეს...
- ხვიჩა ხომ უკვე სიურპრიზი და გაკვირვება არ არის. გასულ სეზონში მან პანდემიის შემდგომ მონაკვეთში მოასწრო გულშემატკივრებისთვის თავისი არაორდინარული ტექნიკით, დრიბლინგითა და
გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარით თავის შეყვარება. ყველამ იცის, რაც შეუძლია. აქ საქმე სხვა რამეშია. ჯერ არავინ იცის, როგორ შეაჩერონ. ხშირად მცველმა არ იცის, როგორ გაუმკლავდეს, რადგან თავად ხვიჩამაც არ იცის, შემდეგ ეპიზოდში რას მოიმოქმედებს. ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. თუ ამავე დონეზე ითამაშებს, "რუბინში" დიდხანს არ გაჩერდება. არ ვიცი, დარჩება თუ არა რუსეთში უფრო მდიდარ კლუბში თუ ევროპაში წავა. ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობს.

მართლა, საქართველოს ნაკრებში უხმეს. მალე ეროვნულ გუნდს ერთა ლიგაზე ორი მატჩი აქვს.  ოქტომბერში ბელარუსებს თბილისში უნდა შეხვდნენ, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს ჩრდილოეთი მაკედონია და კოსოვო დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალს თბილისში ჩაატარებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს იმაზე, რათა მატჩები მაყურებლებთან ერთად გაიმართოს. ცხადია, სტადიონი პირთამდე გაივსება.  ეს ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების მოსახვედრად დამატებითი დახმარება იქნება. ხვიჩა ყველა წამყვანი ევროპული კლუბების ობიექტივში იქნება. დარწმუნებული ვარ, მას უკვე უყურებენ, თუმცა არა იმ მოცულობითა და რაოდენობით.

- შესაძლოა, იცი, ვინ აკვირდება?
- შეიძლება ვიცი კიდეც, მაგრამ მას თავისი ხალხი ჰყავს, რომლებმაც თუ მოისურვეს, ამაზე ილაპარაკებენ.

- რა შემთხვევაში ეღირება 25 მილიონზე მეტი?
- ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის და იქ წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, უფრო იაფად მას არავინ გაყიდის. დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას ტრანსფერში უკვე 15 მილიონზე ნაკლებს არ ითხოვენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბარქაია იაშინს მუდამ "აშაყირებდა". ყველაზე ცნობილია, როცა იაშინი დეპუტატად "აირჩიეს", სიომამ გოლი გაუტანა და მიაძახა, ვინიმაი დეპუტატ-ო.
ხოლო ამ გამოთქმას რაც შეეხება. იაშინს კითხეს, ბარქაიას ბურთებს რატო ვერ იგერიებო, ჰოდა იმანაც თავი იმართლა, თანაც "დასცინა", თვითონ არ იცის საით ურტყამსო. ასე რომ მანდ სატრაბახო არაფერია, უბრალოდ ორი დიდი ფეხბურთელის ურთიერთ-იუმორი.
ჰაჰა
13:42 29-08-2020
1
გვყავს ჩვენ ერთი თავდამსხმელი რომელიც ახლა ყაზახეთში თამაშობს - ლობჯანიძე, მისი ფიზიკური მონაცემების კაცს ვერავინ გააჩერებს!!! როცა კვარაცხელია და დავითაშვილი მარცხნიდან და მარჯვნიდან გაწეწავენ დაცვას ლობჯანიძეს მიეცემა სივრცე და შავ დღეს დააყრის მეტოქეს!
მეორე რომელიც მგონი თურქეთში თამაშობს ლობჟანიძე თავდამსხმელი არ არის, რას უწუნებთ?!
aburjga
11:52 29-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული