ლორიამ პენალტი მოიგერია - ოქრიაშვილმა 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ანორთოსისის" ქართველები სანაკრებო მატჩებს ჩინებულ ფორმაში ხვდებიან

კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში "ანორთოსისმა" დაძაბულ ბრძოლაში გასვლაზე "პაფოსს" 1:0 სძლია.

გიორგი ლორიამ (90+3-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო), ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ნიკა კაჭარავა სასტარტოში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

52-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რასაც ფამაგუსტური გუნდის ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ბრაზილიელი ნახევარმცველის ანგულოს შესრულებული თერთმეტმეტრიანი ლორიამ მოიგერია.

90-ე წუთზე კი პენალტი უკვე მასპინძელთა კარში დაინიშნა, რომელიც
ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა,  "ანორთოსისმა" სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 12 სექტემბერს "ომონიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ შეამჩნიეთ, ძალიან ბევრი მომენტი შექმნა პაფოსმა. მომეჩვენაბ რომ პრობლემები აქვს ანორთოსის დაცვაში და მაგრად გაუმართლათ რომ არ გაუშვეს. ეს ყველაფერი ჯერჯერობით ართულებს იმის თქმას რომ საჩემპიონო გუნდია. ჯერ ადრეა, გამოჩნდება. იმედია წელს მაინც გახდებო თემო ჩემპიონი, ეკუთვნის
პრობლემები აქვთ დაცვაში
28 აგვისტო 2020 23:29
1
ოქრიაᲨვილი ყავს Თავმდასხმელად,ქეცბაც მაგ პოზიციაზე აᲗამაᲨებს ამ ბოლო დროს
ზურა
28 აგვისტო 2020 22:40
1
კაჭარავას დანიშნულება რაა ვერ გამიგია? .. ზოგიერთ მეკარეს ამ ,,თავდამსხმელზე'' მეტი გოლი გააქვს , ალათ არბიტრს ეხმარება .. :(
მწარე
28 აგვისტო 2020 22:40
5
კვარაცხელია ოქრიკა ჩაკვეტაძე,
კიტეიშვილი გვილია კანკავა,
ტაბიძე გრიგალავა კვირკველია კაკაბა.
ჩორნა
28 აგვისტო 2020 21:57
7
გრიგალავას და ტაბიძეს ტრამვები აქვთ და მემგონი ხოჭოლავა და ნავალოვსკის ან დვალს შეუშვებს! უთავდამსხმელოდ კიდევ არ ითამაშებს ვაისი. კაჭარავა დაიწყებს და ქვილითაია შეცვლის მერე! ასე მგონია!
მწრთვნელი
28 აგვისტო 2020 22:22
0
როგორც ვეფხვი გალიაში,
როგორც ზღვაზე თოლია,
ხედავთ რა ქნა? რა ისკუპა?
მაგარია ლორია...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
29 აგვისტო 2020 22:56
0
ევროპა ლიგაზე არ თამაშობს ანორთოსისი?
Dis
29 აგვისტო 2020 09:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული