კომენტარები: ოქრიაშვილის ტრავმა, ლორიას გამოცნობილი თერთმეტმეტრიანი, 45 გრადუს სიცხეში თამაშზე ქეცბაიას უკმაყოფილება

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში სტუმრად "პაფოსის" 1:0 დამარცხების შემდეგ კომენტარები "ანორთოსისის" ფეხბურთელებმა გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთეს.

ლორია: "პენალტისთვის მზად ვიყავი, მატჩამდე მწვრთნელთან ერთად შევისწავლე ანგულოს შესრულებული თერთმეტმეტრიანები და ვიცოდი, რომ მარჯვენა კუთხეში დამირტყამდა, ამიტომ არ გამჭირვებია.

ახლა პაუზა გვაქვს. რთული მეტოქე გვყავდა, ეს ვიცოდით. ბოლოს და ბოლოს გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა - გავიმარჯვეთ".

ოქრიაშვილი: "გუშინ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მივიღე და ჩემი საუკეთესო მატჩი არ ჩამიტარებია. ცდა არ დამიკლია. ბოლოს შანსი მოგვეცა, პასუხისმგებლობა საკუთარ
თავზე ავიღე და პენალტით გამარჯვების გოლი გავიტანე".

ქეცბაია: "ასეთ ცუდ მოედნებსა და პირობებში თამაში არ შეიძლება. 18:30 საათზე, როდესაც ტემპერატურა პლუს 45 გრადუსია, შეხვედრის დანიშვნა წარმოუდგენელია. მოგწონთ თუ არა ეს, მე ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. ჩვენ პატივს გვცემენ, რადგან ამას ვიმსახურებთ.

ჩემი ფეხბურთელებით ამაყი ვარ, ვინაიდან ასეთ ვითარებაში მოგება ადვილი არ გახლდათ. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა სანაკრებო პაუზაა, მერე კი "ომონიასთან" და "აპოლონთან" ორი დერბი გველის".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქეცბა ასეთია,ასეთი ვართ მეგრელები და როცა სიმართლეს ვამბობთ ალმაცერად გვიყურებენ.გეხარჲ თემურჲ
ბაჩი
16:13 29-08-2020
12
არ მომწონს როგორ უკმაყოფილოები უყურებენ მოთამაშეები ჩვენებს სურათზე
გია
10:56 29-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული