დავითაშვილმა საგოლე კომბინაცია წამოიწყო - ის საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში "როტორმა" მოსკოვის ოლქში ადგილობრივ "ხიმკისთან" ფრეს მიაღწია - 1:1.

ვოლგოგრადულ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს საბა კვირკველიამ და ზურიკო დავითაშვილმა. 32-ე წუთზე ზურიკოს წამოწყებული კომბინაცია მულინმა გოლით დააგვირგვინა. ამ მომენტში მსაჯი ლევნიკოვი დაეჭვდა, რომ დავითაშვილმა ბურთის მიღების მომენტში ხელით ითამაშა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

შესვენების შემდეგ "ხიმკიმ" დიდი ძალებით შეუტია, ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს კი მათმა თავდამსხმელმა კონატემ ბურთი ხარიხას გაარტყა.

კვირკველიამ
უხეში თამაშისთვის 29-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი განაცხადში არ იყვნენ. რამდენიმე დღის წინ "როტორის" მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა ანანიძეზე თქვა, რომ ვოლგოგრადში არ დაბრუნებულა და ეტყობა, თავი წესრიგში ვერ მოიყვანაო.

დავითაშვილი "მატჩ პრემიერმა" შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. გასულ ტურში ის გუნდში საუკეთესოდ გულშემატკივრებმა მიიჩნიეს.

Sportall.Ge

"როტორი" 2 ქულით აუტსაიდერია და 13 სექტემბერს "კრასნოდარს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
davitachvili dgitidge umatebs, magar pormachia, es, kvaracxelia, chakvetaze, beloruss aravitari chansi araak, agar daadga sachveli am tamachis chatarebas, es bichebi tu pormachi iknebian evropa garantirebuli gvak.
3
ეს ლევნიკოვი ყველაზე სამართლიანი მსაჯია მთელ რუსეთში. გოლზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დავითაშვილი ყოველ თამაშზე უმატებს, რაც ნამდვილად სასიხარულოა
დავით 67
03:29 30-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული