ზურიკო "როტორის" მარადონა და მესი - გულშემატკივრები დავითაშვილს აქებენ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურში გასვლაზე "ხიმკისთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარები მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა და ვოლგოგრადული გუნდის მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა გააკეთეს.

დავითაშვილი: "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და თამაშით ვდომინირებდით. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. ჩვენ დავიღალეთ, "ხიმკი" კი უკეთ გამოიყურებოდა", - განუცხადა ზურიკომ კლუბის საიტს.

ხაცკევიჩი: "ორიოდ დღის წინ "სპარტაკთან" მძიმე და დამქანცველი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც დიდი ძალები შევალიეთ. მეორე ტაიმში დავიღალეთ, თუმცა რამდენიმეჯერ სწრაფი კონტრშეტევისას გაქცევა მოვახერხეთ.

იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის მიმდინარეობისას გვიხდება გუნდის დაკომპლექტება, მინდა ფეხბურთელებს
მადლობა გადავუხადო. 18 დღეში 6 მატჩის ჩატარება ძალიან ძნელია", - ციტირებს ხაცკევიჩს "სპორტ-ექსპრესი".

გულშემატკივრები დავითაშვილს აქებენ, ერთმა დიეგო არმანდო დავითაშვილი უწოდა, ხოლო მეორემ "როტორის" მესი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზურიკო დავითაიაც კარგი ბიჭია
,წარმატებები მას
ბაჩი
21:57 30-08-2020
5
კომენტატორები აღნიშნავდნენ,როპმ კვირკველია ძალიან ბევრს ყვიროდა ქართულად და რაკი მინდორზე მხოლოდ ზურიკო იყო მეორე ქართველი,დაასკვნეს,რომ მას უყვიროდა.მეორე ტაიმში ზურიკო მართლაც დაიღალა და რამდენჯერმე ბოლომდე არ იბრძოლა დაცვაში,საბა კი ამას მოითხოვდა.კარგია,მოდუნების საშუალებას რომ არ აძლევს.უკვე გუნდის ლიდერად თვლიან და სხვამ შეიძლება ვერც შეუბედოს.უკვე ცხადია,რომ ზურიკოს გადასვლა,სწორი ნაბიჯი იყო.ეს სულ სხვა ზურიკოა.
სოსო
13:13 30-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული