როგორც ესპანური სპორტული საიტი Dairio De Almeria იტყობინება, "ალმერიას" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძის გადაბირება სურს.
გამოცემა მეტ ინფორმაციას არ გვაწვდის, თუმცა აღნიშნულია, რომ 30 წლის ქართველი გოლკიპერი "ვიტორია სეტუბალის" რიგებში თამაშობს და ეროვნულ გუნდში 14 მატჩი აქვს ჩატარებული.
აქამდე კი ვრცელდებოდა ცნობები, რომ გიორგი მაკარიძის გადაბირებით თურქეთის სუპერლიგაში აღზევებული "ერზრუმისპორი" იყო დაინტერესებული და კონტრაქტიც მალე გაფორმდებოდა.
რაც შეეხება "ალმერიას", გუნდი სეგუნდა დივიზიონში გამოდის. აწ უკვე გასულ სეზონში სეგუნდას სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიცია დაიკავა, თუმცა "ლა ლიგაში" გადასასვლელ "პლეი-ოფში" დამარცხდა.
მაკარიძე ესპანურ კლუბს სურს" style="height: 50px; width: 50px;" />მაკარიძე "სპორტინგთან" მატჩში საუკეთესო იყო [VIDEO]