გიორგი მაკარიძე ესპანურ კლუბს სურს

AutoSharing Option
როგორც ესპანური სპორტული საიტი Dairio De Almeria იტყობინება, "ალმერიას" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძის გადაბირება სურს.

გამოცემა მეტ ინფორმაციას არ გვაწვდის, თუმცა აღნიშნულია, რომ 30 წლის ქართველი გოლკიპერი "ვიტორია სეტუბალის" რიგებში თამაშობს და ეროვნულ გუნდში 14 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქამდე კი ვრცელდებოდა ცნობები, რომ გიორგი მაკარიძის გადაბირებით თურქეთის სუპერლიგაში აღზევებული "ერზრუმისპორი" იყო დაინტერესებული და კონტრაქტიც მალე გაფორმდებოდა.

რაც შეეხება "ალმერიას", გუნდი სეგუნდა დივიზიონში გამოდის. აწ უკვე გასულ სეზონში სეგუნდას სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიცია დაიკავა, თუმცა "ლა ლიგაში" გადასასვლელ "პლეი-ოფში" დამარცხდა.

მაკარიძე ესპანურ კლუბს სურს" style="height: 50px; width: 50px;" />მაკარიძე "სპორტინგთან" მატჩში საუკეთესო იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
პირველი ნომერი უნდა იყოს ნაკრებში,ძალიან თავდაჯერებული და სტაბილურია რაც ავტომატურად გადაეცემა მცველებს,აღარ ნერვიულობენ ნაკლენ შეცდომებს უშვებენ, ლომაიას ბევრი პლიუსი აქვს მაგრამ ფხაკურაა,პანიკაში ვარდება,დამცველებიც ინბნევიან მაგის შემხედვარე.
კახა
22:30 01-09-2020
6
აბა პორტუ ბეფიკა სპორტინგიო?:) ლორიასაც კი ჯობია ნაკრებშიო:) მოკლედ ჩვენები სულ მაგარ კლუბებს უნდათ,მაგრამ მერე ყაზახეთი რუსეთის მაჩანჩალა გუნდები კვიპროსი და ა.შ
გოგა
22:28 01-09-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული