ათამაშებს თუ არა ბოლონი ჩაკვეტაძესა და ქვილითაიას "ალკმაართან"?

AutoSharing Option
"გენტმა" ბელგიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "მეხელენის" დამარცხების შემდეგ (1:0) ხასიათი ოდნავ გამოიკეთა, გუნდის მწვრთნელი ლასლო ბოლონი კი ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია და მიუხედავად მჭიდრო კალენდრისა, 3 სექტემბერს შეგირდებს "ალკმაართან" ამხანაგურ მატჩში გამოსცდის.

ჯერ ცნობილი არ არის, თუ ვის იხმობს რუმინელი სპეციალისტი ნიდერლანდებში, მაგრამ შეხვედრის "აფიშაზე" გიორგი ჩაკვეტაძეა გამოსახული, რომელმაც "მეხელენთან" ურიგოდ როდი ითამაშა. საინტერესოა, მისცემს თუ არა გუნდის თავკაცი თავის გამოჩენის შესაძლებლობას გიორგი ქვილითაიას. თუმცა ისმის ლოგიკური კითხვა - 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად ესტონეთს ეთამაშება და
როგორ მოხერხდება მათი "ალკმაართან" მატჩში მონაწილეობის მიღება?

სანაკრებო პაუზის მერე "გენტი" 11 სექტემბერს გასვლაზე "ეუპენს" დაუპირისპირდება, ხოლო 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის "რაპიდს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაკვე ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს, სავსეა ინსტაგრამი სურათებით, ამას ჩემგან არ უნდა იგებდეთ :D
ლადო
02 სექტემბერი 2020 11:54
0
კიმარა ჩაკვეტაძე ნაკრებთან ერთად არ იქნება 3 სექტემბერს?ქვილითაიაც,როგორ ითამაშებენ,რაა ამათაც არ უშვებენ?
master
01 სექტემბერი 2020 22:44
1
როგორ ათამაშებს როცა ნაკრებში არიან გამოძახებულები :)
შოთა
01 სექტემბერი 2020 22:14
1
ძალიან მჭიდრო გრაფიკია. საინტერესოა რამდენი ქართველი ფეხბურთელი გაუძლებს ასეთ დატვირთვას?
მენტალური მომზადების ცენტრი
01 სექტემბერი 2020 21:59
1
3 სექტმბერს თუ იქ უნდა ითამაშონ, ნაკრებში რაღას იძახებდნენ ამათ? ანუ გამოდის რომ შეკრებას ვერ გაივლიან ესენი, ბელგიიდან ფრენები პირდაპირ აქეთ არ არის, ამას დავუმატოთ ახალი რეგულაციები რომლის მიხედვითაც ნაკრების ფეხბურთელები ყველა უნდა შეიკრიბოს საკუთარ ქვეყანაში და სპეციალური რეისით გაფრინდეს იმ ქვეყანაში სადაც იმართება მატჩი... ერთადერთი ახსნა რაც შეიძლება მოუძებნო ამათ გამოძახებას ნაკრებში, ეს არის მეორე მატჩი, პირველ მატჩში დიდი ალბათობით არ მიიღებენ მონაწილოებას, საერთოდ თუ მოახერხეს რომ შეუერთდნენ ნაკრებს პირველი მატჩისთვის.
დათო
01 სექტემბერი 2020 21:42
0
Ranerad atamsheb 5tamashibgvaq da gamodAxebuli arian.
mosexoneli
01 სექტემბერი 2020 21:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული