დადასტურდა - კვირკველიას პენალტი ტყუილად აჰკიდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "როტორი" "სპარტაკთან" გამოგონილი თერთმეტმეტრიანით 0:1 დამარცხდა - საბა კვირკველიასთან ბრძოლისას მოსკოველთა თავდამსხმელი ალეკსანდრ სობოლევი საჯარიმოში საკუთარი ნებით წაიქცა, ეს კარგადაც გააფორმა და მსაჯმა ალეკსეი შუკოვმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზელიმხან ბაკაევმა გამოიყენა.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის მსაჯ-ექსპერტთა კომისიამ დაასკვნა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ვოლგოგრადული გუნდის მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა განაცხადა, აკი ვთქვი, სობოლევს არტისტიზმისთვის "ოსკარი" ეკუთვნისო.

მოკლედ, "სპარტაკმა" დაუმსახურებელი 3 ქულა აიღო, აუტსაიდერმა "როტორმა" კი 1 ქულა დაკარგა. როგორც იტყვიან - გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო.

აღნიშნული "წესების
დარღვევისთვის" კვირკველიამ ყვითელი ბარათი მიიღო და ალბათ, არც გაუუქმებენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი შემთხვევის დროს,კახეთში ასეთ ანდაზას იყვიან ხოლმე:„ბებერი მოტ...ეს და კარები მერე ჩაუკეტესო“...
Jordan beli
04 სექტემბერი 2020 14:06
0
ხომ ვთქვი არაა იმენა პროფი ვარ რა ;დდდ
ბაჩო
03 სექტემბერი 2020 21:58
0
პენალტს და გოლს ვერაფერს უშველიან,მაგრამ გაფრთხილების გაუქმებას წინ რაღა უდგას,თუკი დაასკვნეს?მაშინ, ვის რაში სჭირდება ასეთი დასკვნა?
სოსო
03 სექტემბერი 2020 21:31
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული