sportime.gr-ის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი ნიკა ნინუა სალონიკის პაოკ-ში სადებიუტო შეხვედრას ათენის "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ ხვალ, 5 სექტემბერს გამართავს.
ხვალინდელ მატჩში ბერძნული გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად დაუპირისპირდებიან და ნინუაც, დიდი ალბათობით, ითამაშებს. ნიკასთან ერთად პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერეირამ განაცხადში 1 ახალგაზრდა მოთამაშეც შეიყვანა.
საერთო ჯამში კი, ათენში ბურთის მეგობრულად გასაგორებლად მწვრთნელს ძირითადი შემადგენლობა მიჰყავს. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პაოკ-ი 15 სექტემბერს "ბენფიკას" უმასპინძლებს.