კიტეიშვილმა ავსტრიაში ითამაშა - კორონავირუსი დამარცხებულია?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში, გრაცის "შტურმსა" და "კაფპენბერგერს" შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ოთარი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ნახევრის შემდეგ შეცვალეს. ქართველის გუნდმე მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გუნდს ვერ შეუერთდებოდა. ამის მიზეზად ტრავმა დასახელდა. თუმცა, ცხადია, ტრავმირებული ფეხბურთელი ნაკრების შეხვედრის პარალელურად ვერ ითამაშებს.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი: გრაცის "შტურმს" არ დაუდასტურებია, რომ ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი ჰქონდა. კლუბში 2 კვირის წინ აღნიშნეს, რომ ერთერთი
ფეხბურთელი ინფიცირებული იყო, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილეს. თუმცა, ავსტრიულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ეს მოთამაშე კიტეიშვილი იყო.

თუ სწორედ ოთარი იყო ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ ქართველმა ვირუსი უკვე დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
რატომ არ ფიქრობთ, რომ ჯოკერი გადავმალეთ.
კვარაც მაგიტომ არ ათამაშეს თავის ფლანგზე.
წინ მნიშვნელოვანი ოქტომბერი გველოდება და იქ უნდა გვყავდეს ყველა ფორმაში.
წარმოუდგენელი მგონია ამ კაცმა ნაკრებში თამაშზე თქვას უარი.
ნუ ავარდებით და განმარტებებს დაველოდოთ.
rati 74
10:51 07-09-2020
1
კიტეიშვილმა და მხითარიანმა ხო არ ისაჩკავეს?ორივემ ითამაშეს გუშინ რომასა და შტურმის სპარინგებში
ბაჩი
22:36 06-09-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული