ბოლონი: ჩაკვეტაძეს შეუძლია დიდ პროგრესს მიაღწიოს

AutoSharing Option
დასრულდა სანაკრებო პაუზა და "გენტი" 11 სექტემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურში სტუმრად "ეუპენს" შეხვდება. მომავალი მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც ისაუბრა.

ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ჩაკვეტაძემ "მეხელენთან" თამაში სასტარტოდან დაიწყო და ბოლონი კმაყოფილი დარჩა:

"მან რამდენჯერმე თავი კარგი მოძრაობებითა და იმპულსებით გამოიჩინა, რაც მაიმედებს, რადგან ეს ბიჭი დასაბრუნებლად წელიწად-ნახევარი შრომობდა. ტრავმის შემდეგ დაბრუნება ძნელია, მაგრამ ის სწორ გზას ადგას.

კარგად მოძრაობს, თუმცა ყველამ იცის, რომ გაცილებით მეტი შეუძლია. ამას თუ მოახერხებს, ნდობასაც დაიმსახურებს. ჩაკვეტაძე
თამაშში გარდატეხის შემტანი ფეხბურთელია, მაგრამ დაცვის დასახმარებლად უკან ჩასვლაც მართებს და შეუძლია დიდ პროგრესს მიაღწიოს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
თან ძაან კარბი ადამიანია, რაც არცთუ ისე ხშირია "გრუზინსკი"ფეხბურთელებში.
ლაშა
16:18 10-09-2020
0
გიორგი მაგ სირ მწვრთნელს არ დაუჯერო,დაცვის დასახმარებლად უკან თუ ირბენ თავდასხმაში მობილურობას დაკარგავ! ეს შენი ამპლუა არ არის! დაიმახსოვრე, ცენტრში რომ დიდი წრეა იმაზე უკან არ წახვიდე! ეს ბოლონი ევროპელია ამიტომ წესით ჭკუას არ უნდა გვასწავლიდეს! მაგათი ფეხბურთი სულ სხვაა, ჩვენი კი სხვა!
aburjga
14:49 10-09-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული