ბარახამ პაპუნაშვილის ტრანსფერს "ვეტო დაადო"

AutoSharing Option
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ heraldo იტყობინებოდა, რომ "სარაგოსას" სპორტულმა დირექტორმა ლალო არანტეგიმ "ლას პალმასიდან" გადაყვანილი კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხუანხო ნარვაესის პრეზენტაციაზე გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის და მათ შორის, გიორგი პაპუნაშვილის გაშვება დააანონსა. არანტეგიმ განაცხადა, რომ 3 ფეხბურთელი უნდა დაიმატონ, 5 ოქტომბრამდე, ანუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ დროა და მათთვის გუნდში ადგილის გამოთავისუფლებაა საჭირო.

თუმცა მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. კერძოდ, არაგონული გუნდის მწვრთნელი რუბენ ბარახა კმაყოფილი დარჩა პაპუნაშვილის საქმისადმი დამოკიდებულებითა და ამხანაგურ მატჩებში თამაშით და მას თავის გამოჩენის შესაძლებლობას მისცემს. elperiodicodearagon-ის ცნობით,
გიორგის ბელგიური, კვიპროსული, ბერძნული, რუსული და ნიდერლანდური კლუბები იწვევენ და თუ მაინც ნავსაყუდელის გამოცვლა მოუწია, მომგებიან ტრანსფერს განახორციელებენ.

მოკლედ, პაპუნაშვილს დასარჩენად შანსს მისცემენ. 12 სექტემბერს "სარაგოსა" ამხანაგურ მატჩში "ხეტაფეს" დაუპირისპირდება და ვნახოთ, როგორ გამოიჩენს თავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარახა მაგარი ტეხნარი იყო და საღოლ მაგას, რომ პაპუში დაინახა პოტენციალი, იქნებ სანაკრებოდაც მაგარ ფორმაში ჩადგეს.
0
ეტყობა დაინახა პაპუს შესაძლებლობები და არ უნდა მისი გაშვება. სარაგოსა წელს გადავა ლალიგაში იმედია, კარგი გუნდია და ბოლობოლო ამანაც ხო უნდა გსიხაროს ისედაც ტრავმების გამო რამდენი ხანი გაუცდა და ვერ დაანახა ვერავის რომ სარაგოსაში ყოფნას იმსახურებს
Haaland
07:54 11-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული