პაპუნაშვილმა "რასინგი" იმედგაცრუებულმა დატოვა

AutoSharing Option
"სარაგოსადან" იჯარით გაშვებული ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი "რასინგს" დაემშვიდობა.

"მოვიდა დრო დაგემშვიდობოთ. სამწუხაროდ, გუნდის დახმარება ვერ მოვახერხე, ძნელია გადმოცემა თქვენთვის და სიტყვების პოვნა რასაც ვგრძნობ. დიდი იმედებითა და ოცნებებით ჩამოვედი, მაგრამ ადამიანებმა სამწუხაროდ, ეს ვერ დაინახეს და არ დააფასეს.

მათ საკუთარი მიზნები და შეხედულებები ჰქონდათ, როგორც აღმოჩნდა ამან არ გაამართლა და ჩვენ მარცხი განვიცადეთ. ეს დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩემთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, ისინი საუკეთესოები არიან და უკეთეს იმსახურებენ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს.

დარწმუნებული ვარ, ამ რთულ
პერიოდს ერთად გადალახავთ და დაბრუნდებით უფრო ძლიერები. წარმატებები!", - წერს პაპუნაშვილი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

გიორგი სანტანდერულმა გუნდმა მხოლოდ 4 მატჩში ათამაშა, სეგუნდადივიზიონში უკანასკნელ ადგილზე გავიდა და სეგუნდა B-ში გავარდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება მან კარიერა "ლუცერნში" გააგრძელოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქეცბაია ბრიგადირი არ არის და ანორთოსისი კიდევ კანტორა
ბაჩი
10:44 22-07-2020
0
ირონიას ნიჭი უნდა, წერას - ცოდნა, როდესაც არც ერთი აქვს ადამიანს და არც მეორე, თავის შეკავება მართებს.
გოჩა
04:58 22-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული