ჩაკვეტაძეს ისტორიულ მატჩამდე ფორმაში ჩასადგომად 1 თვე და 5 მატჩი აქვს

AutoSharing Option
ძნელია ჩაკვეტაძისთვის ასეთი მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ დაბრუნება და მწყობრში ჩადგომა. ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული, რამეთუ მუხლის სახსარში სითხის ჩადგომა სახუმარო საქმე არაა. გიორგი კი ცდილობს, იბრძვის და იმედია, მისი გარჯა შედეგს გამოიღებს.

თქვა კიდეც "გენტის" ახალმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ, რომ ჩაკვეტაძე დასაბრუნებლად წელიწად-ნახევარი შრომობდა, თამაშში გარდატეხის შემტანი ფეხბურთელია, მეტი შეუძლია და მისი იმედი აქვს.

საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალამდე ერთ თვეზე ოდნავ ნაკლები აშორებს და ამ პერიოდში "გენტს" 5 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი - ხვალ სტუმრად "ეუპენს"
დაუპირისპირდება და გიორგი წინასამატჩო განაცხადშია შეყვანილი. სამწუხაროდ, განაცხადში არაა გიორგი ქვილითაია, რომელსაც, სავარაუდოდ, გუნდის გამოცვლა მოუწევს.

Sportall.Ge

15 სექტემბერს კი "გენტი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "რაპიდს" უმასპინძლებს. ჩაკვეტაძეს "გენტის" მწვრთნელი ნდობას უცხადებს და ისტორიული მატჩისათვის სათანადოდ მოსამზადებლად ყველა პირობა აქვს.

ქართველ გულშემატკივარსაც სჯერა იმისა, რომ მალე "ძველი ჩაკვეტაძე" დაგვიბრუნდება!

მკითხველის კომენტარები / 7 /
მასე ადვილი,რომ იყოს ასეთი რთული ტრავმის შემდეგ ფორმაში ჩადგომა,რაღა გვიჭირს,მაგრამ ჩაკვეტაძემ იმის ნახევარიც,რომ ითამაშოს რაც შეუძლია მოვიგებთ,იმიტომ,რომ გვყავს კვარაცხელია,დავითაშვილი,რომლებსაც შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა,რა თქმა უნდა თუ ვაისმა საბურთალოდან არ გამოიძახა ხუთი კაცი მაინც,მთავარია ბიჭები ყველა ჯართელად გვყავდეს.
გოჩა
11 სექტემბერი 2020 16:43
0
ბელარუსთან ჩაკვე და კვარა გადაწყვეტენ გოლების გატანის საქმეს
შოკირებული გულშემატკივარი
11 სექტემბერი 2020 12:43
0
ხო ფორმაში არ არის ჩაკვე, მაგრამ ბურთს რო იღებს, თითქოს სხვანაირად გარდაქმნის სათამაშო ატმოსფეროს და იმედს აძლიერებს. ღმერთს შევთხოვ მალე ჩადგეს ფორმაში და გაგვახაროს ქართველობა
გია
11 სექტემბერი 2020 12:35
0
ამ კაცმა ისე დადებითად ისაუბრა ჩაკვეტაძეზე და ისე შეაქო ,რომ ფეხბურთელში პოტენციალს ,რომ ვერ ხედავდეს მასზე ამდენს არ ისაუბრებდა შანსიც მისცა, ახლა ჩაკვემ უნდა მოინდომოს მაქსიმალურად ,რომ დანახოს ამ მწვრთნელს თავისი შესაძლებლობებბი ბოლომდე ,რათა გახდეს შეუცვლელი ფიგურა გენტში. ფაქტია ,რომ ჯერ არაა მზად 90 წუთი სათამაშოთ ,მაგრამ ნელ ნელა უნდა მივიდეს ამ დონემდე 90 წუთი შეუცვლელად.
გიო
11 სექტემბერი 2020 00:40
0
დიდი იმედი მაქვს ,რომ ტრამვების და პრობლემების პერიოდი წარსულში დარჩა გიორგისთვის ფაქტია ,რომ გენტის ახალი მწვრთნელი შანს აძლევს გიორგის ორი თამაში ძირითადში ათამაშა ,ახლაც განაცხადში შეიყვანა ,რასაც ვნატრობდით ,რომ მწვრთნელს შანსები მიეცა ახალი მწვრთნელი აძლევს სათამაშო დროს და ხედავს პოტენციას გიორგი ში. სანაკრებო თამაშებიც ნაწილობრივ დაეხმარა ფორმის აკრებაში . 1 თვე თუ სტაბილურად მიიღებს გენტის ამ ყველა შეხვედრაში მონაწილეობას საშუალოდ 60 წუთი მაინც 1 თვეში სავსებით შესაძლებელია ოპტიმალურ ფორმაში შესვლა.
ზაზა
11 სექტემბერი 2020 00:34
0
მომკლა ამ ბიჭზე დარდმა, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი იდეალურად მიდის და ჩაკვე ფორმაში იქნება ერთ თვეში. მერე ნახეთ თქვენ: აქეთ ჩაკვეტაძე, იქით კვარაცხელია და ბელორუსიას და მაკედონიას როგორ მტვრად წაიღებენ.
11 სექტემბერი 2020 00:24
0
ძველი ჩაკვეტაძე,და უფრო უკეთესიც, ნამდვილად დაბრუნდება, მაგრამ ძველი ვაისი და ძველი ამხ. იაშკაც რომ დახვდება, ამას რა ეშველება!
დ.დ.
11 სექტემბერი 2020 00:18
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული