ჩაკვეტაძეს ისტორიულ მატჩამდე ფორმაში ჩასადგომად 1 თვე და 5 მატჩი აქვს

AutoSharing Option
ძნელია ჩაკვეტაძისთვის ასეთი მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ დაბრუნება და მწყობრში ჩადგომა. ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული, რამეთუ მუხლის სახსარში სითხის ჩადგომა სახუმარო საქმე არაა. გიორგი კი ცდილობს, იბრძვის და იმედია, მისი გარჯა შედეგს გამოიღებს.

თქვა კიდეც "გენტის" ახალმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ, რომ ჩაკვეტაძე დასაბრუნებლად წელიწად-ნახევარი შრომობდა, თამაშში გარდატეხის შემტანი ფეხბურთელია, მეტი შეუძლია და მისი იმედი აქვს.

საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალამდე ერთ თვეზე ოდნავ ნაკლები აშორებს და ამ პერიოდში "გენტს" 5 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი - ხვალ სტუმრად "ეუპენს"
დაუპირისპირდება და გიორგი წინასამატჩო განაცხადშია შეყვანილი. სამწუხაროდ, განაცხადში არაა გიორგი ქვილითაია, რომელსაც, სავარაუდოდ, გუნდის გამოცვლა მოუწევს.

Sportall.Ge

15 სექტემბერს კი "გენტი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "რაპიდს" უმასპინძლებს. ჩაკვეტაძეს "გენტის" მწვრთნელი ნდობას უცხადებს და ისტორიული მატჩისათვის სათანადოდ მოსამზადებლად ყველა პირობა აქვს.

ქართველ გულშემატკივარსაც სჯერა იმისა, რომ მალე "ძველი ჩაკვეტაძე" დაგვიბრუნდება!

მკითხველის კომენტარები / 7 /
მასე ადვილი,რომ იყოს ასეთი რთული ტრავმის შემდეგ ფორმაში ჩადგომა,რაღა გვიჭირს,მაგრამ ჩაკვეტაძემ იმის ნახევარიც,რომ ითამაშოს რაც შეუძლია მოვიგებთ,იმიტომ,რომ გვყავს კვარაცხელია,დავითაშვილი,რომლებსაც შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა,რა თქმა უნდა თუ ვაისმა საბურთალოდან არ გამოიძახა ხუთი კაცი მაინც,მთავარია ბიჭები ყველა ჯართელად გვყავდეს.
გოჩა
16:43 11-09-2020
0
ბელარუსთან ჩაკვე და კვარა გადაწყვეტენ გოლების გატანის საქმეს
შოკირებული გულშემატკივარი
12:43 11-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული