საბა კვირკველია კარიერის დასრულებას აპირებდა...

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური ბატურენკომ "რკინიგზელთა" "როტორში" განათხოვრებულ ქართველ მცველ საბა კვირკველიაზე ისაუბრა.

"კვირკველიას სერიოზული ტრავმა ჰქონდა. პრემიერლიგის ბოლო ტურში, "უფასთან" დაშავდა. შემდეგ კი საქმე გართულდა, კუნთებს ტკივილები "ჭამდნენ". ექიმები რას არ აკეთებდნენ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში სირბილიც კი არ შეეძლო.

გეუბნებით, ვერც კი დარბოდა. ასეთ ტრავმაზე არასდროს არაფერი მსმენია. საბას ამ მდგომარეობიდან გამოყვანას დიდი ხანი ცდილობდნენ. კვირკველია კარიერის დასრულებას აპირებდა. მე და სიომინმა გადავაფიქრებინეთ.

მასზე ამბობენ, ზარმაციაო, მაგრამ სრული აბსურდია. საბას არასდროს არაფერი დაზარებია. კვირკველიას ერთი საოცარი თვისება
აქვს - ყოველთვის 100%-ით თამაშობს. ფეხბურთელებში ასეთი რამ იშვიათია. დიახ, არის ბევრი რამ, რაც არ გამოსდის და არ შეუძლია, თუმცა ბოლომდე იხარჯება და საკუთარ საუკეთესო მხარეებს იყენებს.

საკუთარ კარში გოლის გატანა ცუდია, მაგრამ რამდენჯერ გადაგვარჩინა გაშვებული გოლისაგან? არიან ფეხბურთელები, რომელთა კარიერაში ავტოგოლი არ ყოფილა, თუმცა არც არასდროს გადაურჩენიათ გუნდი. კვირკველია ვიღაცებმა ცოცხლად გაატყავეს, ის კი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია", - განაცხადა ბატურენკომ.

მომზადებულია sport24-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოველ მატჩში უკეთესია საბა. წარმატებები!!! შენი იმედი გვაქვს ნაკრებში
გადასარევი გიორგი
11 სექტემბერი 2020 14:20
0
პირარად ჩემთვის კვერკველია იქნება თუ კვირვკველია დიდი მნიშვნელობა არა აქ.საბას მე პირადად უდიდეს პატივს ვცემ როგორც ნამდვილ ვაჟკაცს.იმის მერე რაც საბამ სიომინს ამაგი დაუფასა და დღემდე უფასებს ორმაგად ამაღლდა ჩემს თვალში.ყველამ ვიცით რამხელა ორმოდან ამოიყვანა სიომინმა საბა და არც საბა დარჩენილა ვალში.ეს არი ქართველობა და არა ის,რომ ამაგი არ დაეფასებინა და თხოვნის მიუხედავად წასულიყო ლესტერში.ყოჩაღ საბა,გენაცვალე ქართულ გულში.მოღალატე კაცის დედა ვატირეთ.
Jordan beli
11 სექტემბერი 2020 18:26
5
ლესტერში წასვლა ღალატი იქნებოდა? :) სპორტსმენს რომ წინსვლა და უფრო მადალ დონეზე თამაში გინდოდეს ეგ არის ბუნებრივი და დარწმუნებული ვარ ლესტერში რომ აეყვანათ და მითუმეტეს გაექაჩა პირველი ვისაც გაეხაედებოდა იქნებოდა სიომინი. სწორედ იმიტომ რომ მან გაუხსნა გზა საბას დიდი ფეხბურთისკენ და კარგ ადამიანს ყოველთვის უხარია თავისი აღზრდილის/ქვეშევრდომის წინსვლა. ეგ დაახლოებით ისეა, კომპანიაში კარგი დირექტორი გავითარებს და წინ გწევს და ჯსიც გაუხარდება სხვაგან თუ უფრო დიდ თანამდებობაზე წახვალ. ცუდი დირექტორი კი თანამშრომლებს აჩმორებს და სტრესავს. მაგარი ლიდერები იმით ფასობენ რამდენი ლიდერი ჰყავთ თავად გაზრდილი. არ არის სიომინი ის კაცი საბას წარმატება სწყენოდა ინგლისში. არ იყო ეგ საკითხი რეალური ალბათ ან თავად საბას არ მოუნდა მოსკოვის დატოვება
ღალატი?
11 სექტემბერი 2020 21:06
2
სირცხვილი ისაა, როცა რაღაც არ იცი და იმაზე წერ. საბა გვარად არის კვირკველია, პასპორტში გვარის ჩაწერისას შეეშალათ და კვერკველია ჩაუწერეს. ჯაბას კუნკავა რომ ჩაუწერონ, მაინც კანკავა არ იქნება? წაიღეს ტვინი ამ ქედმაღლური კომენტარებით, საიტის ადმინისტრაციას მივმართავ, ნუ გაუშვებთ იმ კომენტარს, რომელშიც აზრი არ იკითხება.
გიორგი-ს
11 სექტემბერი 2020 14:45
9
საბას პოტენციაში ვინმეს ეჭვი ეპარება? მაშინ მისი თამაშები კარგად არ უნახავს. მას შეუძლია და ვუსურვებ არამარტო მას, ნაკრების ყველა ფეხბურთელს, მაქსიმალური ეჩვენებინოთ ამ შემოდგომაზე. იმედით ვუყურებ ოქტომბრის და ნოემბრის თამაშებს...ამაში მაინც გაგვიმართლოს...
merabi-1960
11 სექტემბერი 2020 16:17
1
ზოგიერთების გასაგონად ვამბობ,რა იცით გვარების შესახებ,კვერკველია თუ უწერია ეს მის კვირკველიობას გამორიცხავს თუ რაა?... მეგრულ გვარის კვალის დაფარვას ცდილობთ ამ ვერსიით თუ რაშია საქმე?კითხეთ თვითონ საბას კვირკველიაა თუ კვერკველია...საბა არის კვირკველია გვარად,გვარი კვერკველია ბუნებაში არ არსებობს
ბაჩი
11 სექტემბერი 2020 14:59
10
კვირკველიას ბევრს ვიცნობ და ყველა იძახის გურული ვარო!
Gio
12 სექტემბერი 2020 10:26
1
გთავაზობთ კვირკველიასთან ინტერვიუდან ამონაწერს:

— После того как вы завели аккаунт в инстаграме, многие болельщики нас спрашивают, почему вы пишете свою фамилию через «и», хотя во всех заявках она пишется через «е».

— Правильно моя фамилия пишется именно так – Квирквелия, но в паспорте ошибочно ее написали через «е», – отметил Кверквелия.

https://www.sports.ru/football/1026599973.html
კონსტანტინე გ.
11 სექტემბერი 2020 17:47
1
სირცხვილია. ამ კაცის გვარია კვერკველია და არა კვირკველია. ნახეთ თუნდაც ესტონეთთან თამაშის კადრები, რა აწერია ზურგზე. ეს იგივეა, კანკავას მაგალითად კუნკავა რომ დავარქვათ ან კონკავა.
გიორგი
11 სექტემბერი 2020 14:39
20
შენ რომ გეორგი ჩაგიწერონ პასპორტში, ან თუნდაც რონალდუ ან პელე მაინც ის ინტრიგანი და მეწვრილმანე დარჩები და საბა კაცია და თავის ქვეყნის კარგი შვილი. მადლობა საბას.
გიორგი-ს
11 სექტემბერი 2020 17:39
1
სუფთა „მზე “ხარ ვიღაცა...ღალატია აბა მა რა ჩემი „მზეა“? კაცი რო პატივს გცემს და მერე რო გთხოვს არ მიმატოვო არ წახვიდეო და შენ მაინც წახვალ მაგარი კაცობაა? “მზე“ ხარ ვიღაცა. შედარებები მოგყავს იცი როგორი? თითი რო „მზეს“ შეადარო ზუსტად ეგეთი
Jordan beli
11 სექტემბერი 2020 22:23
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული