საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი "როტორში" ვარჯიშს შეუდგნენ. მხარზე მოსკოვში ოპერაცია გაიკეთა ნიკოლაი ყიფიანმა და ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო.
ანანიძე მოსკოვში გამოცდილი ფიზიოთერაპევტის ხელმძღვანელობით სპეციალური პროგრამით ემზადება. გამოცემის ცნობით, მას ჯერ კიდევ აწუხებს მარტში კვიპროსში მიღებული მუხლის ტრავმა, მწვრთნელ ალექსანდრ ხაცკევიჩს დაჰპირდა, რომ 25 აგვისტოს დაბრუნდებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა და მას უახლოეს დღეებში არ ელიან.
გუნდში ასევე არ გამოცხადებულა ბათუმის
"დინამოდან" იჯარით აყვანილი ჯოვინო ფლამარიონიც.
13 სექტემბერს, ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "როტორი" "კრასნოდარს" უმასპინძლებს.