ქართველები "როტორში" დაბრუნდნენ, ანანიძე მოსკოვში ემზადება, ფლამარიონი ვოლგოგრადში არ ჩასულა

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერები სანაკრებო მატჩების შემდეგ "როტორში" დაბრუნდნენ, ჯანო ანანიძე კი მოსკოვში ემზადება, - იტყობინება ვოლგოგრადის "პრავდა".

საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი "როტორში" ვარჯიშს შეუდგნენ. მხარზე მოსკოვში ოპერაცია გაიკეთა ნიკოლაი ყიფიანმა და ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო.

ანანიძე მოსკოვში გამოცდილი ფიზიოთერაპევტის ხელმძღვანელობით სპეციალური პროგრამით ემზადება. გამოცემის ცნობით, მას ჯერ კიდევ აწუხებს მარტში კვიპროსში მიღებული მუხლის ტრავმა, მწვრთნელ ალექსანდრ ხაცკევიჩს დაჰპირდა, რომ 25 აგვისტოს დაბრუნდებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა და მას უახლოეს დღეებში არ ელიან.

გუნდში ასევე არ გამოცხადებულა ბათუმის
"დინამოდან" იჯარით აყვანილი ჯოვინო ფლამარიონიც.

13 სექტემბერს, ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "როტორი" "კრასნოდარს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ანანიძე ისევ დამსხვრეულია.....
ბაბუაწვერა
18:51 11-09-2020
4
ანანიძე ძალიან მეცოდება,თითქოს შუშის ფეხები აქვსო,რამდენჯერაც გამოვიდა მინდორზე იმდენჯერვე ტრამვა მიიღო და ..... ერთ თამაშს ითამაშებს და 364 დღე საავადმყოფოშია,რეაბილიტაციას გადის,ვარჯის შეუდგა,ხვალ აუცილებლად ითამაშებს,მართლაც და ძირითადშია და პირველივე ნახევარშივე ტრამვას იღებს და ისევ 364 დღე საავადმყოფოში,ასე დაუსრულებლად,ნამდვილად ცოდოა,ჩემი აზრით ფეხბურთს უნდა შეეშვას,რომ ხეიბარი არ დარჩეს.
ნიანია ბაკურიანი
22:46 11-09-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული