საქართველოს ნაკრებიდან "როტორში" დაბრუნებულმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა:
"ნაკრებში დრომ ნაყოფიერად ჩაიარა. მე მხოლოდ ერთ მატჩში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მთავარია დადებით შედეგს მივაღწიეთ - მოგება და ფრე. ახლა უკვე "როტორთან" ერთად "კრასნოდართან" მომავალი შეხვედრისთვის ვემზადები. ვფიქრობ, ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან "კრასნოდარი" ძლიერი გუნდია.
ისევე როგორც ნებისმიერი მეტოქის, მათი დამარცხებაც შეიძლება, თუმცა ძნელი იქნება. სახლში ჩვენ კარგი შედეგი გვჭირდება! ძალიან სასიამოვნოა ასეთი სერიოზული მხარდაჭერის ფონზე თამაში, ამ ატმოსფეროს გარეშე ფეხბურთი არ არსებობს".
"როტორისა" და "კრასნოდარის" მატჩი 13
სექტემბერს გიმართება.