თბილისის დროით 22:45 საათზე ბელგიის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩი დაიწყება "ეუპენსა" და "გენტს" შორის. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ისევე როგორც გასულ ტურში "მეხელენთან," ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
რაც შეეხება თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას, რუმინელმა სპეციალისტმა განაცხადში არ შეიყვანა და შეიძლება "ანორთოსისში" გააგრძელოს კარიერა.