ჩაკვეტაძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა - "გენტში" მონასტერი აირია

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "გენტი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "ეუპენთან".

მწვრთნელმა ბოლონიმ გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ სასტარტოში დააყენა და მე-14 წუთზე გოლის გატანა შეეძლო. მან დრიბლინგით ლამის მთელი მოედანი გაიარა, მაგრამ მეკარემ გატანა არ დაანება. მას მეორე ტაიმშიც ჰქონდა მომენტი, როდესაც საჯარიმოს გარედან დაარტყა ბურთი, თუმცა სუსტად და მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

მასპინძლებმა კი 35-ე და 53-ე წუთებზე გაიტანეს გოლები და დაწინაურდნენ. 63-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაკვეტაძის წამოწყებული კომბინაცია კუმსმა გოლით დააგვირგვინა. სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს და სწორედ მაშინ მიიღო მეორე ყვითელი
ბარათი მათმა მცველმა ნგადეუმ და გააძევეს.

გიორგი 81-ე წუთზე მბაიომ შეცვალა. ის თანდათან შედის ფორმაში, ჯერ კი საბრძოლველად ძალა აშკარად არ ჰყოფნის.

და კიდევ: უკრაინელმა თავდამსხმელმა იარემჩუკმა ბოლონი გააკრიტიკა და დაისაჯა კიდეც. ის რუმინელმა სათამაშოდ არ წაიყვანა და არც მისი თანამემამულეები პლასტუნი და ბეზუსი შეუშვა მოედანზე. შედეგად, იარემჩუკმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.

15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში "გენტი" "რაპიდს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ნელ-ნელა ფიზიკურ გამძლეობას და სისწრაფეს დაიბრუნებს და მერე ტექნიკის უპირატესობასაც უკეთესად გამოიყენებს. მთავარია ტრამვებმა აღარ გატანჯოს და ერთ თვეში შევა მაგარ ფორმაში
კარგია რომ ენდობიან
01:35 12-09-2020
1
ფორმაში ჩაჯდეს მთავარია 1 თვეში შევა ფორმაში თუ ასე გაგრძელებს სტაბილურად თამაშს მწვრთნელი ამ ეტაპზე ენდობა ,მაგრამ ყველაზე საშიში ისაა ,რომ თუ გიო უახლოეს თამაშებში ან გოლებს ან საგოლე გადაცემებს არ გაკეთებს შეიძლება ამ მწვრთნელმაც გადასვას სკამზე და აუცილებლად უნდა მოინდომოს შედეგის თვალსაზრისით. ყველა მწვრთნელი ორიენტირებულია შედეგზე და განსაკუთრებით ევროპაში
გიო
01:56 12-09-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული