ჯანო ტრავმის გამო "როტორთან" კონტრაქტს გაწყვეტს

AutoSharing Option
championat-ის ცნობით, ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "როტორთან" ხელშეკრულებას გაწყვეტს.

"ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ნახევარმცველს უახლოეს ხანში ტრავმა მოედანზე გასვლის საშუალებას არ მისცემს. ანანიძემ გადაწყვიტა პატიოსნად მოიქცეს კლუბის წინაშე და კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლგოგრადულ კლუბთან ქართველ ნახევარმცველს ხელშეკრულება 2021 წლის 20 მაისამდე აქვს გაფორმებული. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1.7 მილიონი რუბლია (22 350 დოლარი). გოლი+პასის სისტემით 10 ქულის მოგროვების შემთხვევაში ის პრემიის სახით დამატებით 1 მილიონ რუბლს მიიღებდა", - იტყობინება გამოცემა.

ვოლგოგრადის "პრავდა" გვამცნობს, რომ ანანიძე მოსკოვში გამოცდილი
ფიზიოთერაპევტის ხელმძღვანელობით სპეციალური პროგრამით ემზადება.

ის "როტორში" აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯანოს ფეხბურთი და კარიერა წლების წინ დამთავრდაა როცა 2015 ში სპარტაკთან გახანგრძლივა კონტრაქტი მაშინ უნდა წასულიყო ევროპაში და დღეს კარგი ფეხბურთელი იქნებოდა
გელა
01:57 12-09-2020
6
ამბიჭის კარიერა სამწუხაროდ დასრულებულიაა ახლა თუ დაბრუნდა შეიძლება მაქსიმუმ ყაზახეთის ან აზარბაიჯანის დონეზე ითამაშოს ან რუსეთის მეორე ლიგაში როტორი სპარტაკივით არ შეინახავს ჯანოს წლები და არ უმკურნალება
ზაზა
01:51 12-09-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული