sigmalive.com-ის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილ ფამაგუსტას "ანორთოსისში" განაგრძობს.
ნიკა კაჭარავას პოზნანის "ლეხში" წასვლის შემდეგ ქეცბაიას თავდასხმის გაძლიერება დასჭირდა, ქვილითაიას "გენტში" თამაში არ უწევს და გარიგებაც შედგა.
ქართველი თავდამსხმელი კვლავ "გენტის" საკუთრება იქნება და კვიპროსულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.
1. პირველ რიგში საკმარისად მყარად უნდა გრძნობდე გუნდში თავს რომ სატრანსფერო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა აიღო. მითუმეტეს ორმაგი პასუხისმგებლობაა როდესაც შენი თანამემამულე მოგყავს. ქეცბაია ლეგენდაა ანორთოსისის, ჯერ როგორც ფეხბურთელს აქვს ბევრი დამსახურება, შემდეგ როგორც მწრთნელს, ამიტომ აძლევს თავს უფლებას ისე "აჩმახოს" როგორც უნდა. დამეთანხმები იგივე ცეცაძეს, რომელიც ახალ მისულია ლვოვში ასეთი ბლატები კიდევ დიდხანს ვერ ექნება. ჯერ შედეგი უნდა დადოს
2. ფეხბურთელის მიყვანა მწვრთნელის სქემაში და ინტერესებსში უნდა ჯდებოდეს. მარტო ეროვნული ნიშნით ქეცბაიას არ მიჰყავს ყველა. ქეცბაიამ იცის რომ ვინც მიიყვანა (ლორია, ოქრი, დაუშვილი, ჯანო) კვირპროსის დონეზე ყველა მაგრად გაქაჩავს. სჯერა, იცის რომ ნიჭიერები არიან მაგრამ ზარმაცები ან გაუმართლათ კარიერაში. ამიტომ მეორე შანსს აძლევს, იმათ ვისი შესაძლებლობებიც იცის. სჯერა რომ თავად აათამაშებს. ამ ეტაპზე საკმარისია მათი კლასი იმ მიზნებისთვის რაც აქვს. ხომ ხედავ როდესაც უფრო მაღალ მიზნებს ეჭიდება, ევროპა ლიგას ვგულისხმობ, ჩაანაცვლა კაჭარავა ქვილითაიათი. უფრო მაღალი კლასის თავდამსხმელი მოიყვანა. ბიუჯეტითაც არ აქვს უფრო ძვირი ფეხბურთელების მოყვანის საშუალება თორემ, რომ შეეძლოს სიამოვნებით მიიყვანდა ქვილითაიას ან კაჭარავას ნაცვლად რომელიმე უფრო მაღალი კლასის თავდამსხმელს რომელიც ვთქვათ 15 მილიონი ღირს.
3. ერთია მათ რატომ არ მიჰყავთ ქართველი ფეხბურთელები, მეორეა ნაკრებს რამდენად ჭირდება ეს იმ გუნდებში სადაც თუნდაც ცხადაძე და არველაძე მუშაობენ. არ მგონია ფახთაქორში ან ორდაბასისში თამაშმა კლასი მოუმატოს ქართველ ფეხბურთელებს. ამიტომ ვერ მიზეზს რატომ გვაწყობდეს იქ რომელიმე ქართველი ფეხბურთელის გადასვლა და თუ არავინ მიჰყავთ რატომ უნდა ვუსაყვედუროთ კახას და შოთას ვინმეს არ წაყვანა. (არველაძეს ჰყავდა ქართველები წაყვანილი თურქეთში როგორც მახსოვს, მგონი ხიზანა. კახა ცხადაძესაც ჰყოლია ქართველები როგორც ბაქოს ინტერში ასევე ყაზახეთში)
პ.ს. საერთო ჯამში გეთანხმები პათოსში. ერთი შეხედვითაც და საქმითაც ასე ჩანს რომ ქეცბაია ძალიან თავდადებული იყო ყოველთვის როგორც ნაკრებში თამაშის დროს ასევე როგორც მწვრთნელი. ამ კომპონენტში, თავდადებაში არ მგონია ვინმე დაუდგეს გვერდით ყოფილი ფეხბურთელებიდან. ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან ჯაბა კანკავაა ასეთივე გულიანი და მებრძოლი მოედანყე როგორც ერთ დროს ქეცბაია იყო
ნახევარ ნაკრებს ეგ აძლევს სათამაშო დროს
ნაკრებს ფორვარი სჭირდება. ათამაშდება ანორთოსისში და საკუთარ თავსაც და ნაკრებსაც გამოადგება!
წარმატებები გიორგის!