გიორგი ქვილითაია კარიერას "ანორთოსისში" განაგრძობს

AutoSharing Option
sigmalive.com-ის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილ ფამაგუსტას "ანორთოსისში" განაგრძობს.

ნიკა კაჭარავას პოზნანის "ლეხში" წასვლის შემდეგ ქეცბაიას თავდასხმის გაძლიერება დასჭირდა, ქვილითაიას "გენტში" თამაში არ უწევს და გარიგებაც შედგა.

ქართველი თავდამსხმელი კვლავ "გენტის" საკუთრება იქნება და კვიპროსულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ქართულ ფეხბურთი არ ყოლია ქეცბაიას მსგავსი პატრიოტი
Ziz
13 სექტემბერი 2020 16:55
0
ძალიან კარგი!!! ყოჩაღ ქეცბაია, მაქსიმალურად ეხმარება ქართულ ფეხბურთს!!! მადლობა მას!!!
დათო
13 სექტემბერი 2020 17:07
1
კეთილი,მშვენიერი.რატო არ აკეთებენ იგივეს ცხადაძე,არველაძე და ცეცაძე?კიდევ გულმხურვალე მადლობა თემურს!
ბაჩი
13 სექტემბერი 2020 17:15
3
პასუხში რამდენიმე მიზეზი შემიძლია ჩამოვთვალო.

1. პირველ რიგში საკმარისად მყარად უნდა გრძნობდე გუნდში თავს რომ სატრანსფერო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა აიღო. მითუმეტეს ორმაგი პასუხისმგებლობაა როდესაც შენი თანამემამულე მოგყავს. ქეცბაია ლეგენდაა ანორთოსისის, ჯერ როგორც ფეხბურთელს აქვს ბევრი დამსახურება, შემდეგ როგორც მწრთნელს, ამიტომ აძლევს თავს უფლებას ისე "აჩმახოს" როგორც უნდა. დამეთანხმები იგივე ცეცაძეს, რომელიც ახალ მისულია ლვოვში ასეთი ბლატები კიდევ დიდხანს ვერ ექნება. ჯერ შედეგი უნდა დადოს
2. ფეხბურთელის მიყვანა მწვრთნელის სქემაში და ინტერესებსში უნდა ჯდებოდეს. მარტო ეროვნული ნიშნით ქეცბაიას არ მიჰყავს ყველა. ქეცბაიამ იცის რომ ვინც მიიყვანა (ლორია, ოქრი, დაუშვილი, ჯანო) კვირპროსის დონეზე ყველა მაგრად გაქაჩავს. სჯერა, იცის რომ ნიჭიერები არიან მაგრამ ზარმაცები ან გაუმართლათ კარიერაში. ამიტომ მეორე შანსს აძლევს, იმათ ვისი შესაძლებლობებიც იცის. სჯერა რომ თავად აათამაშებს. ამ ეტაპზე საკმარისია მათი კლასი იმ მიზნებისთვის რაც აქვს. ხომ ხედავ როდესაც უფრო მაღალ მიზნებს ეჭიდება, ევროპა ლიგას ვგულისხმობ, ჩაანაცვლა კაჭარავა ქვილითაიათი. უფრო მაღალი კლასის თავდამსხმელი მოიყვანა. ბიუჯეტითაც არ აქვს უფრო ძვირი ფეხბურთელების მოყვანის საშუალება თორემ, რომ შეეძლოს სიამოვნებით მიიყვანდა ქვილითაიას ან კაჭარავას ნაცვლად რომელიმე უფრო მაღალი კლასის თავდამსხმელს რომელიც ვთქვათ 15 მილიონი ღირს.
3. ერთია მათ რატომ არ მიჰყავთ ქართველი ფეხბურთელები, მეორეა ნაკრებს რამდენად ჭირდება ეს იმ გუნდებში სადაც თუნდაც ცხადაძე და არველაძე მუშაობენ. არ მგონია ფახთაქორში ან ორდაბასისში თამაშმა კლასი მოუმატოს ქართველ ფეხბურთელებს. ამიტომ ვერ მიზეზს რატომ გვაწყობდეს იქ რომელიმე ქართველი ფეხბურთელის გადასვლა და თუ არავინ მიჰყავთ რატომ უნდა ვუსაყვედუროთ კახას და შოთას ვინმეს არ წაყვანა. (არველაძეს ჰყავდა ქართველები წაყვანილი თურქეთში როგორც მახსოვს, მგონი ხიზანა. კახა ცხადაძესაც ჰყოლია ქართველები როგორც ბაქოს ინტერში ასევე ყაზახეთში)

პ.ს. საერთო ჯამში გეთანხმები პათოსში. ერთი შეხედვითაც და საქმითაც ასე ჩანს რომ ქეცბაია ძალიან თავდადებული იყო ყოველთვის როგორც ნაკრებში თამაშის დროს ასევე როგორც მწვრთნელი. ამ კომპონენტში, თავდადებაში არ მგონია ვინმე დაუდგეს გვერდით ყოფილი ფეხბურთელებიდან. ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან ჯაბა კანკავაა ასეთივე გულიანი და მებრძოლი მოედანყე როგორც ერთ დროს ქეცბაია იყო
იმიტომ რომ
13 სექტემბერი 2020 17:53
1
თემო არის ძალიან მაგარი ქართველი.

თამაზი
13 სექტემბერი 2020 23:15
0
ღმერთმა გაგახაროს თემურ, რასაც კაცურს ინატრებ ყველაფერში ხელი მოგემართოს!
aburjga
13 სექტემბერი 2020 21:52
0
კარგი ამბავია
ფეხბურთის ქომაგი
13 სექტემბერი 2020 16:48
0
ქეცბაია რო არ იყოს დაქხეული გვექნებოდა!

ნახევარ ნაკრებს ეგ აძლევს სათამაშო დროს
ლაშა
13 სექტემბერი 2020 20:09
1
ეს ძალიან კარგი ინფოა.
ნაკრებს ფორვარი სჭირდება. ათამაშდება ანორთოსისში და საკუთარ თავსაც და ნაკრებსაც გამოადგება!
წარმატებები გიორგის!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
13 სექტემბერი 2020 16:46
3
ქეცბაიამ როგორც ფეხბურთელმა საქართველისთვის რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა, როგორც საქართველის ნაკრების მწვთნემა შეიძლება დიდად ვერ გაამართლა, მაგრამ ცდა ნამდვილად არ დაუკლია და ეხლა, როგორც ანორთოსისის მწვრთნელი ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს საქართველოის ნაკრებისთვის. მადლობა!
გიონატ
14 სექტემბერი 2020 11:47
1
ტემო უნდა დაბრუნდეს საქარტველოსჰი.კობიასჰვილი უნდა სჰეცვალოს
bajo
14 სექტემბერი 2020 14:30
0
რამე სხვა სპორტით რო დაიტანჯოს არ შეიძლება???
Papuna
13 სექტემბერი 2020 17:33
31
შენ თვითონ არ გიტყდება ასეთი ირონია???!!! იმის მაგივრად გაამხნევო და გვერდში ამოუდგე, უადგილოდ ამცირებ ადამიანს, რომელიც ამას ნადვილად არ იმსახურებს!!! საერთოდ რამეს , რომ წერ უნდა წარმოიდგნო ამას პირში ეტყვი თუ არა მას და თუ ხარ საკადრისი პასუხისთვის მზად!!! თორემ ჩამჯდარი კომპიუტერთან და დისტანციურად ღადაობა ადვილია, ოღონდ ძალიან საშიში!!! შენ თავს ვნებ და აყენებ შეურაცყოფას პირველ რიგში!!!
დათი
13 სექტემბერი 2020 19:19
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული