ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ვენის "რაპიდი".
36-ე წუთზე ნიკლას დორშმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ჩაკვეტაძე 60-მეტრიანი დრიბლინგის შემდეგ საჯარიმოში 19 წლის ცენტრალურმა მცველმა ლეო გრიემლმა წააქცია, მერე მეკარესაც შეეჯახა და პენალტი რომან იარემჩუკმა გაიტანა. სამწუხაროდ, გიორგიმ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი.
ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ჩაკვეტაძის ტრავმა.
შეცვლაზე შესულმა იუსუფ დემირმა 90+3-ე წუთზე ანგარიშის სხვაობა შეამცირა და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.
"გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიევის "დინამოს" შეხვდება, რომელმაც "ალკმაარს" 2:0 მოუგო.
შემდეგ ეტაპზე გავიდა სალონიკში "ბენფიკას" მძლეველი (2:1) პაოკიც, რომლის ახალწვეული ნიკა ნინუა სათადარიგო იყო.
შემდეგ ეტაპზე გავიდა სალონიკში "ბენფიკას" მძლეველი (2:1) პაოკიც, რომლის ახალწვეული ნიკა ნინუა სათადარიგო იყო.
კვარაცხელიას რაც შეეხება ვატყობ რომ აშკარად მცველები სპეციალურად მიდიან რომ დატრავმონ იმდენად ღიზიანდებიან და სულ ვშიშობდი რამე სერიოზულად არ დააზიანონ