კიევის "დინამომ" "ალკმაარი" დაამარცხა და პლეი-ოფში "გენტს" შეხვდება?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში კიევის "დინამომ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ალკმაარი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შესვენების შემდეგ ანგარიში ჟერსონ როდრიგესმა გახსნა, რომელიც გასულ სეზონში "ანკარაგიუჯიუში" იყო განათხოვრებული, ხოლო მატჩის დასასრულს სტუმართა კარი შაპარენკომ დალაშქრა.

თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი "დინამოს" განაცხადში არ იყო.

ტურნირის პლეი-ოფში "დინამო" "გენტისა" და "რაპიდის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი გიორგი წამოდექი ფეხზე და აანახე წიტაიშვილს რომ მასე მაგრები გვყავს საქართველოს მოქალაქეები
ტოტტი
11:35 16-09-2020
0
ახლა მიმდინარეობს გენტი რაპიდის მატჩი და გენტი იგებს 2-0.ჩაკვეტაძემ რამდენიმე კარგი გარღვევა გააკეთა და 61-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა,მაგრამ სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და ორმა კაცმა,ბავშვივით ხელში აყვანილი გაიყვანეს სტადიონიდან.დიდი ეჭვი მაქვს,რომ ისევ ის ტრავმაა.
სოსო
00:04 16-09-2020
5

სიახლეები პოპულარული