ბელგიური მედია: ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა - "გენტმა" დიდი სანთელი უნდა დაანთოს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" 2:1 დაამარცხა "რაპიდი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეორე გოლი რომან იარემჩუკმა გიორგი ჩაკვეტაძის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანა. გიორგიმ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ბელგიური პრესა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ვფიქრობ, მუხლის პრობლემა ჰქონდა. თავიდან მეგონა, ტრავმა ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ ნამატჩევს ის ნორმალურად გამოიყურებოდა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედია, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ჩვენ დავბრუნდით, რათა ის თავის საუკეთესო ფორმაში ჩადგეს", - ციტირებს მწვრთნელ ვიმ დე დეკერს sportmagazine.

voetbalprimeur-მა გიორგის ტრავმის შესახებ
შემდეგი აღნიშნა:

ინერვიულეთ ჩაკვეტაძის გამო

"ჯონათან დავიდის წასვლის შემდეგ ჩაკვეტაძე შანსს იღებს. ქართველმა წასული კანადელი უნდა დაგვავიწყებინოს. ის "რაპიდთან" დიადი ჩემპიონი იყო და პენალტი მოიპოვა.

თუმცა, დაშავდა და ისევ გვაჩვენა, რომ შუშის ადამიანია. მოედნიდან დაუხმარებლად ვერ გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ კიევის "დინამოსთან" შეხვედრა გვიწევს, "გენტმა" იმისათვის, რათა უკრაინელებთან მოედანზე შემართული ჩაკვეტაძე ვიხილოთ, დიდი სანთელი უნდა დაანთოს".

ექიმების პირველადი დასკვნით, გიორგის ნაოპერაციები მუხლი არ უტკენია და კუნთების 
დაჟეჟილობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვერ გავიგე რას დასტირით ამ ბიჭს. ტრამვასაც მოიშუშებს და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს ისევე როგორც არველაძეებმა და კალაძემ ითამაშეს. წარმატება გიორგის !!!
semi
16 სექტემბერი 2020 16:23
2
ყველაფერი კარგად იქნება ჩაკვე, მებრძოლი ადამიანი არასოდეს ნებდება, შენ კი შრომა არ გეზარება და ეს იქნება შენი წარმატების საფუძველი
გია
16 სექტემბერი 2020 14:14
0
ჩაკვე არის უდიდესი ტალანტი ვინც გვყოლია ქინქლაძის მერე. ის უბრალოდ ტექნიკური არაა. თავი ადგას მხრებზე და ფიქრობს, თორე ტექნიკური ბევრი ფეხბურთელი გვყოლია ბოლო ხანებშიც. მას შეუძლია გახდეს ახალი ყიფიანი და მჯერა გახდება კიდეც. ინტელიგენტური მოთამაშეა. მთავარია მუხლი არ უტკენია, კუნთი არაფერი. ბელორუსთან აუცილებლად გვჭირდება! ამაზე კარგი მოთამაშე დღეს არ გვყავს
კახა
16 სექტემბერი 2020 14:03
0
გიო ჩაკვე,მე ბაჩო გამახარია და შენი ერთგული გულშემატკივრები შენს გვერდით ვართ და ვუქნებით მუდამ ეშ იცოდე,ნუნ უსმენ ტვინნაღრძობ ძალად გულშემატკივრების ნაბოდიალებს,ითამაშე სამშობლოსთვის,შენთვის და შენი ერთგული გულშემატკივრებისთვის ჯიმა.მალე საღსალამათი დაგვიბრუნდი!!!♥️♥️♥️
ბაჩი
16 სექტემბერი 2020 13:48
0
ეგ არაფერია გულით თამაშობს თავს არ ზოგავს და ამიტომაც იღებს ტრამვას.. ბელარუსთან შენი და ხვიჩას იმედი გვაქვს უნდა გვასახელო. აქ კიდევ რომ გამოხტებით ვიღაც ვალოდიები თქვე ჩემის კიკოლიკოებო და დამთავრდა ამ ბიჭის კარიერა მაგას კიარუნდა როშავდეთ პირიქით უნდა გაამხნევოთ ბავშვი ვიცი რო შემოდის ამ საიტზე და აინტერესებს ხალხის აზრი 10კაცის ნაბოდვარს რო წაიკითხავს შენი ფეხბურთი მორჩა დაივიწყეო რა განწყობაზე დადგება? თქვენი გველური შხამი თქვენს ქერქში დატოვეთ!!!!
წარმატებები
16 სექტემბერი 2020 12:43
1
გიო გაუძელი ,შენ ჩვენი მარადონა ხარ,უფალი გფარავდეს.
დევკალიონი
16 სექტემბერი 2020 12:20
2
მგონი გადავრჩით. ეს იერემჩუკი ცოტა ვერაა მთლად კარგად. აშკარად არ აძლევდა პასებს გიორგის, თორემ გიორგი მანამდეც შეაგდებდა. ეტყობა ამას ხედავს ახალი მწვრთნელიც.
ქომაგი
16 სექტემბერი 2020 11:59
1
დავაი ჟორიკ შებერეე
c
16 სექტემბერი 2020 11:45
0
მადლობა ღმერთს, მგონი გადავრჩით!
მამუკა
16 სექტემბერი 2020 11:03
0
იმის ნაცვლად რო ის აღნიშნონ როგორ თამაშობდა სანთელზე ამახვილებენ აგენიც ყურადღებას.. იარმჩუკით რამდენად შორს წახვალთ მაგ კიევის დინამოსთან მაგასაც მალე ვნახავთ..
ავთო
16 სექტემბერი 2020 11:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული