"გენტში" ჩაკვეტაძის მძიმე ტრავმას ეჭვობენ

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა nieuwsblad-ის ინფორმაციით, "გენტში" ეჭვობენ, რომ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა მოსალოდნელზე უფრო მძიმე შეიძლება გამოდგეს.

წყაროს ცნობით, 21 წლის ნახევარმცველს, შესაძლოა, აქილევსის მყესი ჰქონდეს დაზიანებული და ამის კლუბში ძალიან ეშინიათ. სწორედ შიშების გასაქრობად ახალგაზრდა ქართველს დღეს, 16 სექტემბერს დამატებით გამოკვლევას ჩაუტარებენ და საბოლოო დიაგნოზიც ცნობილი გახდება.

გასულ წელს გიორგიმ მუხლის მძიმე ტრავმის გამო თითქმის ვერ ითამაშა, ბოლო შეხვედრებში კი ფორმას იუმჯობესებდა. იმედია, ნიჭიერ ქართველს სერიოზული არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
აქილევსის მყესი რომ იყოს 3 დღე მაგის დადგენას არ დაჭირდებოდა.
ყველაფერი კარგად იქნება, დაჟეჟილობაა კუნთის სავარაუდოდ და 2 კვირა დაისვენებს გიო.

კუნთმა მეტი წონა უნდა აიღოს და გამაგრდეს ასეთი რამე რომ არ განმეორდეს

P.s.
1 გოლი ბელარუსების და 2 გოლი არმენიას კარში შენზეა ჩაკვე!
დიდგორელი
16 სექტემბერი 2020 19:26
3
P.s.
1 გოლი ბელარუსების და 2 გოლი არმენიას კარში შენზეა ჩაკვე! )))))))))) პირიქით იქნება !!!
(( () ))
17 სექტემბერი 2020 17:16
0
აქ საქართველოში არიან უნიჭო სპეცმომზადების სპეციალისტები, ყველა ქართველი ფეხბურთელი როგორ ტრავმისკენაა მიდრეკილი,,,
irakli
16 სექტემბერი 2020 19:00
1
რა ნახვამდის იდიოტო... ჩაკვეეე მიდიიი შენ იცი. არ გატყდე. ღმერთი მოწყალეა.
ლუკა
16 სექტემბერი 2020 18:47
1
აუუ ძალიან საწყენია, ძალიან.... წამომიდგენია ეს ბიჭი რას განიცდის ეხლა.
შოთა არველაძე, ქეცბა, კალაძე, კობი, იაშკა, ნემსაძე, ხომ გვყავდა წარმატებული მოთამაშეებიც, ამ ხალხმა ითამაშა ფეხბურთი სერიოზული ტრამვების გარეშე. ახალ თაობას რა ჭირს ყენია, ოქრი, მჭედლიძე, ჯანო, ეხლა ჩაკვეტაძე. ეგეთი ტრამვიანი კიკნაძე და აჩი არველაძე მახსოვს 90 იანებშ. თან ვინც გამოეჩეულია ახლებში ვყველა მაგარი ტრამვიანია
გამაგრდი გიო, არ დანებდე, ძალიან გვჭირდები....
გიონატ
16 სექტემბერი 2020 18:28
0
„თავიდან მეგონა, რომ ტრავმა სერიოზული იყო, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ის კარგად გამოიყურებოდა და ეს მაიმედებს. ჩემი აზრით, ცუდი მდგომარეობა არაა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.“ - თქვა „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა.
ზესტა
16 სექტემბერი 2020 18:37
0
ბავშვობიდან მოდის ეს ტრავმები,ბავშვთა ფეხბურთიდან,არასწორი ფიზიკური აღზრდიდან.გვაკლია მწვრთნელები,ფიზმომზადების მწვრთნელები კი მგონი საერთოდ არ გვყავს.ანუ გაუნათლებლობაა ჩვენი პრობლემა არამარტო ფეხბურთში,არამედ ყველაფერში...ასე ყველა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი შეიძლება ტრავმებისკენ იყოს მიდრეკილი?თითქმის ყველა თან.იქნებ დაფიქრდეს ამაზე ფედერაცია და როგორმე გაანათლოს მწვრთნელები.რა უბედურებაააა რა გვჭირს.
master
16 სექტემბერი 2020 18:30
0
ღმერთს ვთხოვ სერიოზული არაფერი აღმოჩნდეს..
მევარმე
16 სექტემბერი 2020 18:00
0
ახლახან წავიკითხე ლელოში,რომ ყველაფერი რიგზეა და დაახლოებით 10 დღეში მოედანს დაუბრუნდება.სისხლჩაქცევები აქვს და სერიოზული არაფერიაო
ქობულეთიდან
16 სექტემბერი 2020 21:12
0
კაი იქნება ვინმე ჟურნალისტი თუ დაუკავშირდება და გაგვაგებინებს რა მდგომარეობაშია ჩვენი ლომი.
ხალხი ვნერვიულობთ გიოზე. იმედია ინტერვიუს ჩააწერთ და გაგვაგებინებთ როგორ არის
ტეტე1234
16 სექტემბერი 2020 20:46
0
ეჰ, ნახვამდის არა, მშვიდობით...
სამწუხაროა
16 სექტემბერი 2020 17:21
43
ასეთი რღჯო და ღვარძლიანი, იქედნურ გესლიანი კომენტრაები და მათი ავტორები არსებობენ
სამწუხარო ის არის, რომ
16 სექტემბერი 2020 18:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული