აბურჯანიამ "ოვიედოსთან" ერთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია "სევილიადან" ერთწლიანი იჯარით ამჯერად სეგუნდა დივიზიონის "ოვიედოში" გადავიდა, - იტყობინება კლუბის საიტი.

ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის მერვე ახალწვეული გახდა.

აბურჯანია გასულ სეზონში "ტვენტეში" თამაშობდა, ესპანეთში კი "ხიმნასტიკსა" და "ლუგოში" ასპარეზობდა.

"ოვიედოსთან" ხელშეკრულების გაფორმებით ძალიან გახარებული ვარ, ამ გუნდის მაისურას ტარებით ბედნიერი ვიქნები. იმედია, დავაბრუნებთ გუნდს იმ ადგილზე, სადაც ყოფნასაც იმსახურებს", - განაცხადა აბურჯანიამ.

28 სექტემბერს, ჩემპიონატის მესამე ტურში "ოვიედო" "ესპანიოლს" უმასპინძლებს და შესაძლოა, ახალ გუნდში გიორგის დებიუტი შედგეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები!მაგრამ ამ ბიჭის და სევილიას ურთიერთობებს ვერ ვხვდები და ამიხსნით ვინმეე?ამდენი ხანი კაცი სევილიას ეკუთვნოდეს და ნორმალური გუნდი ვერ უპოვეეს?რა არის ეს ერთი წელი სხვაგან მომავალი წელიც სხვაგან ეს ყველაფერზე უარყოფითად აისახება და ფაქტია თავი ვერსად დაიმკვიდრა.
აბგდ
17:37 20-09-2020
1
ძალიანმინდა ეს ბიჭი ათამაშდეს, ძალიან მომწონს და მინდა წარმატებას მიაღწიოს.
გულშემატკივარი
21:31 20-09-2020
0

სიახლეები პოპულარული