გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში დასდეს ბრალი - მიზეზი თავის გაქანებაა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიას კვიპროსულმა მედიამ ბრალი თამაშის გაყიდვაში დასდო...

მიზეზი არ გაინტერესებთ?! პენალტის დარტყმის დროს თავის გაქანება, თითქოს ლორიამ მეტოქეს მიანიშნა, მარცხენა კუთხეში დამირტყიო...

სასაცილო ის გახლავთ, რომ ამ ფორმით უკვე ეზოებში თამაშისას არ ანიშნებენ ბავშვები ერთმანეთს. თუ თამაშის გაყიდვა სურდა, წინასწარვე ვერ შეათანხმებდა კუთხესაც?!

ამ ამბის გამო მოკვლევა კვიპროსის ფეხბურთის ეთიკის კომისიამ დაიწყო, თუმცა მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ მედია ეჭვებზე მიდის საუბარი და ყველაფერს მალე დაადგენენ.

ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ
აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვა იმდენად უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ კომენტარიც არ გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თუ გაყიდვა უნდა ოა მნიშვნელობა აქვს კუთხეს უბრალოდ არ აიღებს და მორჩა, ვინ დაადანაშაულებს მეკარეს პენალტის ვერ აღებაში
ზორბეგი
17:08 22-09-2020
3
უბრალოდ თავის განძრევაც გვეკრძალება ქართველებს?! გულზე სკდებიან კვიპროსელი ჟურნალისტები იმაზე, რომ ქეცბაიას თავის გუნდში ბევრი თანამემამულე ჰყავს და ათამაშებს. ჰოდა, ააგორეს შავი პიარი, ვინმე იქაური ფეხბურთელიც იქნება ამ ინტრიგანული იდეის მიმწოდებელი
სიმართლე
21:35 22-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული