კანკავა და კვეკვესკირი "ტობოლს" დატოვებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი სეზონის ბოლოს "ტობოლს" დატოვებენ, - იტყობინება Prosports.kz.

გამოცემის ჟურნალისტ აიდინ კოჟახმეტის მტკიცებით, ასეთი გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო და მათ უნდათ გუნდში უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელები მიიწვიონ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, "ტობოლს" წელს ბიუჯეტი სერიოზულად შეუმცირდა და კორონავირუსის გამო ფეხბურთელებს ხელფასები 25%-ით შეუმცირეს. ასე რომ, ქართველებს ფინანსური პრობლემების გამო დაემშვიდობებიან.

კანკავა "ტობოლში" 2018 წელს ფრანგული "რეიმსიდან" გადავიდა, ხოლო კვეკვესკირი 2017 წელს - აზერბაიჯანული "გაბალადან".

altკანკავა, სერხიო რამოსი, დე ბრუინი - ერთა ლიგის მეორე

ტურის სიმბოლურში

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altკანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეჰ კაი იქნებოდა დინამოს დამატებოდნენ დარწმუნებული ვარ ევროპა ლიგის ქვეჯგუფს ითამაშებდნენ იქედან კაშიაც წამუსულიყო კაი იყო მარა მე მგონია ანორთოსისში წავლენ პ.ს ისე კი მაინც ვიტყვი რომ ამათ ადგილზე ხორვატები სამშობლოში გაატარებდნენ იმ ერთ ან ორ წელს .ღმერთმა ხელი მოუმართოთ გაიხსენეთ იაშკა რო დაბრუნდა სტადიონზე მაგის ხათრით 500 კაცი მაინც დადიოა სხვა თუ არაფერი ამას გულით ვაბობ რადგან მე მაინც წყალწაღებული სამტრედიის ფანი ვარ.
vova
23 სექტემბერი 2020 15:21
0
სასწრაფოდ ყველა დინამოში!!!
!!!
23 სექტემბერი 2020 09:33
0
ოჯახის სარჩენ ხელფასს ნამდვილად გადაუხდია, არც ისეა საქმე, რომ რამე შემოაკლდეთ. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს საკმაო თანხაც რომ გადადებული არ ჰქონდეთ. ღმერთმა შეარგოთ! საქართველო თუ გიყვართ და ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება თუ გინდათ ჩამოდით სანამ კარიერას დაასრულებთ და ორიოდე წელი რომ ითამაშოთ სამშობლოში ბევრ მაყურებელსაც დააბრუნებთ სტადიონებზე, ახალგაზრდებსაც დაარიგებთ და პროფესიონალიზმის მაგალითს მისცემთ. ხალხი მადლიერი იქნება. მიბაძეთ იაშკას.
emigranti
23 სექტემბერი 2020 01:56
0
რამოდენიმე დღის წინ დავწერე, დინამოს ჯგუფში შესვლის ასეთი შანსი დიდი ხანი აღარ ექნება. ამიტომ აუცილებლად უნდა დაიმატონ კაკაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი და ბერიძე. შეიძლება კაშიას იჯარაც. დარწმუნებული ვარ ჯგუფში შევლენ ამ შემადგენლობით!!!
რომელუ
23 სექტემბერი 2020 01:03
0
რა უნდათ მაგ დონის გუნდებში და ხელფასი. ვინ მისცემს მასეთ ხელფასს აქ? რატომ ჩამოვლენ, გიჟები არიან? თქვენ ურჩენთ მერე ოჯახებს? დაფიქრდით, ვიდრე რამეს ბავშვურად დაწერთ. ბოდიში.
გივი
22 სექტემბერი 2020 23:05
10
ჯაბა არის 34 წლის მარტში გახდება 35-ის ანუ სეზონის ბოლოს იქნება 36-ე წელიწადში და როგორ ფიქრობ რომელ ჩემპიონატში აიყვანენ და რამდენს გადაუხდიან? ქართულ გუნდებს კიდევ წაადგება მაგის გამოცდილება და მაგის ხელფასში გადახდილი თანხა ერთი ათად დაუბრუნდებათ.
გივი-s
23 სექტემბერი 2020 01:28
0
ვინც არ ეთანხმებით 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას იქნებ განმარტოთ რა მიზეზით?
გეთანხმები 100%
22 სექტემბერი 2020 22:42
1
ან საერთოდ რა უნდათ ამ დაბალი დონის გუნდში ან ერთს ან მეორეს.ორივეს თავისუფლად შეეძლოთ ეთამაშათ,ავსტრიის ან ბელგიის ლიგაში.ახლა უკვე გვიანია ორივესთვის ასეთი ლიგები
master
22 სექტემბერი 2020 22:10
1
ანორთოსისში კანკავა
*
22 სექტემბერი 2020 21:01
1
ჯაბა კანკავა,არასოდეს გამოირჩეოდა სისწრაფით,ასე რომ მისი დაკარგვის საფრთხე არ აქვს.სხვაფრივ კი,გამოცდილება და სიდინჯე ემატება.ასე რომ ის ასაკთან ერთად,სულ უფრო სტაბილური და საიმედო ხდება,ნიკა კვეკვესკირი კი,არც უნდა წასულიყო მანდ.ნამდვილად ვიცი,რომ არ დაიკარგება.ეგაა,რომ ცოტა ზრდა შეუჩერდა.
სოსო
22 სექტემბერი 2020 20:04
0
რას ვიზამთ ასაკი თავისას შვება ორივე კარგი მებრძოლი გამოცდილი ფეხბურთელებია აი სისწრაფე მართლაც რომ ასაკთან ერთად იკლებს სამწუხაროდ მაინც ჯერ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ სისწრაფეს ჭკუის პოზიციის სწორად შერჩევის ხარჯზე გაწონასწორდება. წარმატებები ორივეს და საქართველოს ნაკრებს არავის ბჟუტურს მიაქციოთ ყურადღება ტობოლის ნაირი კლუბების რიგი დაგიდგებათ...
კახა
22 სექტემბერი 2020 19:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული