"გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა და მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ხვალ "გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში კიევის "დინამოს" უმასპინძლებს. შეხვედრისადმი ინტერესი უდიდესია. ბელგიური პრესა დეტალურად აშუქებს გუნდის მომზადებას. ახალი მწვრთნელის, ვიმ დე დეკერის ხელმძღვანელობით მოპოვებულმა ორმა გამარჯვებამ კი გულშემატკივრები ოპტიმისტურად განაწყო.
უკვე გამოცხადდა წინასამატჩო განაცხადი, რომელშიც ჩაკვეტაძე არ არის, თუმცა შეიყვანეს ნახევარმცველი სვენ კუმსი, რომლის შესახებ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერ ითამაშებდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და მწყობრში ჩადგა. ასე რომ,
არაა გამორიცხული, ჩაკვეტაძეც ვიხილოთ საბოლოო განაცხადში.
დე დეკერმა განაცხადა, რომ "დინამო" მათ წინა მეტოქეზე, "რაპიდზე" გაცილებით ძლიერი და ორგანიზებული გუნდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვთ.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა კიევში 29 სექტემბერს გაიმართება.